რეკლამაspot_img

მესხური ტაბლა

ინგრედიენტები:

ბატის ხინკალი და აპოხტის ხინკალი ერთნაირად მზადდება. გულსართად გამოიყენეთ,
რომელიც გინდათ.

  • 300 გ აპოხტი/გამხმარი ბატის ხორცი/ნედლი ბატის ხორცი (აპოხტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნედლად გამოყვანილი ღორის ლორით)
  • 500 გ ფქვილი
  • 120-140 მლ ცივი წყალი
  • მარილი – მოსახარში წყლისთვის

ცივი წყლით და ფქვილით მოზილეთ ცივი, გლუვი ცომი, და დაასვენეთ 20-25 წუთი. პარალელურად ხორცი დაჭერით დაახლოებით 1სმ კუბების ზომაზე (თუ იყენებთ ნედლ, ახალ დაკლულ ბატს, მოაყარეთ 3-4 გრამი მარილი).

ცომი გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 2 მმ სისქეზე,დადაჭერით 5სმ-იან ოთხკუთხედებად. ცომის გულში მოათავსეთ ხორცი და მოკეცეთ ისე, რომ ცომის კუთხეები მიიტანოთ ხორცის ცენტრში და მიიღოთ კონვერტი, რომელსაც წახნაგები აქვს დაუხურავი.

მოკრული ხინკლები მოათავსეთ ქვაბში და დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ დაიფაროს. მდუღარე წყალს გემოვნებით დაამატეთ მარილი. ხარშეთ, სანამ ცომი არ დარბილდება, დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხლად.

ყაისაფა

ინგრედიენტები:

  • 400 გ ჭანჭური ან ჭანჭურის ჩირი; შესაძლებელია სხვა სახის მომჟაო ქლიავისან ტყემლის გამოყენება
  • 800 მლ წყალი
  • 6 გ მარილი

ჭანჭურს გამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ პატარა ქვაბში. დაასხით წყალი და აადუღეთ 10-15 წუთი, თან ურიეთ დიდი კოვზით. მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ მარილი და დასრისეთ ან დააბლენდერეთ ჭანჭური, ისე, რომ მიიღოთ თხელი მასა.

გემოვნებით დაუმატეთ შაქარი/ თაფლი, ქინძი, უცხო სუნელი ან ომბალო. მიირთვით თბილი ან ცივად ახალ პურთან ერთად. კარგია მსუბუქად წასახემსებლად.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები