რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე

თბილისის ურბანული ტყის სახან­ძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სივრცით-ფუნქციური განვითარების ხედვა

წინაპირობები

თბილისის ურბანული  ტყის  სახან­ძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სივრცით-ფუნაციური განვითარების ხედვა სამართლებრივი თვალსაზრისით ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებს:

  • ,,საქართველოს ტყის კოდექსი” საქართველოს კანონი;
  • ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • ,,ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N 241 დადგენილება;
  • ,,ტყითსარგებლობისწესისდამტკიცებისშესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 242 დადგენილება;
  • “ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ” სა­ქ­­ა­რ­თ­­ვე­­­ლოს   მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის N 179 დადგენილება;
  • ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქ­არ­თ­ვე­ლოს   მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილება;
  • ,,საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ” საქ­არ­თ­ვე­ლოს მთავრობის დადგენილება;
  • საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონი­ტორინგის წესის შესახებ საქ­არ­თ­ვე­ლოს მთავრობის დადგენილება;
  • „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულ­ირე­ბის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბერის N729 ბრძანება;
  • – UNISDR, GFMC, OSCE / ENVSEC,  „Global Wildland Fire Network“ რეკომენდაციები ბუნებრივი ხანძრებით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შემცირებისათვის.
  • – Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). 2002. Guidelines on Fire Management in Temperate and Boreal Forests. Forest Protection Working Papers, Working Paper FP/1/E. Forest Resources Development Service, Forest Resources Division. FAO, Rome – რეკომენდაციები ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში.
  • – „EUROPEAN NEIGHBOURHOOD AND PARTNERSHIP INSTRUMENT 2007-2013 CROSS BORDER COOPERATION PROGRAMME LATVIA-LITHUANIA-BELARUS“ პროგრამის კონცეფცია ტყის ხანძრების აღკვეთისა და ჩაქრობის სფეროში.

გეგმაში წარმოდგენილია სატყეო მეურნეობის ტერიტორია სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის წინა-გეგმარებითი გადაწყ­ვეტილებები. ასევე, საბაზისო მონაცემების მომზადება-დამუშა­ვებისასგათვალისწინებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტყეებსა და ტყე-პარკებში მომხდარი ხანძრების ლიკვიდაციის საუკეთესო პრაქტიკა. პროექტზე მუშაობდა ექსპერტთა ჯგუფი: როინ ვარშანიძე, ზურაბ თალაკვაძე, ნანა ბღარაშვილი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ შემუშავებულა „საქარ­თველოს ტყის სახანძრო უსაფრთხოების წესები“, რომელიც დაადგენდა ტყის მართვის სფეროში ერთიან სახანძრო უსაფრთხოებისმოთხოვნებს; წინამდებარე ხედვა კი ამ მიმართულების გაუმჯობესების კარგი საპილოტე საფუძვლის შექმნას ემსახურება.

მიზანი

თბილისის ურბანული  ტყის  სახან­ძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სივრცით-ფუნქციური განვითარების ხედვის დამუშვების მიზანსწარმოადგენს საპროექტო ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის პრევენციულიღონისძიებებისათვის აუცილებელი სივრცით-ფუნქციური გადაწყვეტილებების დაგეგმვა, რაც უზრუნველყოფს  საპროექტო ტერიტორიაზე ტყის დაცვას ხანძრისაგან, ხოლო ხანძ­რის გაჩენის შემთ­ხვევაში მისი  გავრცელების მაქსიმალურად  შეზღუდვასა და ხანძრის ქრობისა და სამაშველო სამუშაოე­ბის ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნის სივრცით-ფუქნციური საფუძვლის მომზადებას.

 ამოცანები

თბილისის ურბანულ ტყეში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის საჭიროა შემდეგი ძირითადი ამოცანების, ქმედებებისა და კონკრეტული  ღონი­სძიებების გატარება:

  1. ტყის დაცვას, მოვლასა და აღდგენას დასაქვემდებარებელ ან/და დაქვემდებარებულ ფართობებზე ტერიტორიის განაწილება და თემატური რუკის შემუშავება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით;
  2. ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი სატყეო გზებისთემატური რუკის შემუშავებასამანქანო მისადგომის სირთულის ჩვენებით და მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში მათიშეკეთება;
  3. ტყეპარკში საავტომობილო შესასვლელების მოწყობა;
  4. ტყის ჯგუფურად ჩა­ხერ­გილი (მათ შორის ხე-ტყის ნარჩენებით, ზეხმელი ხეებით, ძირნაყარი ხე-ტყით), დაზიანებული უბნების გამოვლენა და მათიგაწმენდა;
  5. ხანძარსაშიში ტყის კორომების გასწვრივ ადვილად აალებადი მასალებისაგან (ძირნაყარი, ქვეტყე, მკვდარი საფარი და სხვ.) გაწმენდილი და ნიადაგის მინერალურ ფენამდე დამუშავებული მინერალიზებული ზოლის მოწყობა;
  6. დაბლითი ტყის ხანძრების გავრცე­ლების თავიდან აცილებისათვის წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირებისათვის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  7. ტყეში ხანძარმედეგი კორომების შექმნის მიზნით ფოთლოვან და წიწვოვან სახეობათა მწკრივთაშორისი მონაცვლეობით გაშენებისათვის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  8. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების საინფორმაციო დაფებისა და სპეციალური ნიშნების განთავსების უზრუნველყოფა;
  9. მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაბმული ვერტმფრენების, სახანძრო ავტომობი­ლებისა და სხვა სახანძრო ტექნიკური მოწყობილობის საჭირო წყლით უზრუნველყოფა სახანძრო ჰიდრანტებისა და რეზერვუარების მოწყობის გზით;
  10. ხანძარზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის ადრეული შეტყობინების ტექნიკურისაშუალებებით (სისტემები)ტყისუზრუნველყოფა;
  11. ტყეში გაჩენილ ხანძრებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირე­ბისთვის მაღალი გამავლობის სამი ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთ­ვნილი სახანძრო ავტომობილების საჭიროება და მათი განთავსებისათვის ტერიტორიის გამოყოფა და შენობის აშენება;
  12. მაღალი ხანძარსა­შიშროების კლასის ტყის იმ უბნების გამოვლენა, სადაც ტექნიკურად შეუძლებელია სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა ან რთული რელიეფის გამო არ არსებობს საავტომობილო გზა, მაღალი ხანძარსა­შიშროების კლასის ტყეში გაჩენილ ხანძრებზე სწრაფი და ეფექტურირეაგირე­ბისთვის საჭიროა ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება  ვერტმფრენის საშუალებით; სასურველია გამოყოფილ იქნას ვერტფრენის დასაჯდომი ადგილი, სადაც მოხდება მისი საწვავით უზრუნველყოფა;
  13. ტყის უბნებთან მოსაზღვრე ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებების ინფრასტრუქტურის ობიექტსა და ტყის საზღვარს შორის მთელ სიგრძეზე 50-მეტრიან ზოლში ტყის ჩახერგილობისგან, ხე-ტყის ნარჩენებისა და სხვა ადვილად აალებადი მასალებისაგან გაწმენდა;
  14. ურბანული ტყის უბნებთან მოსაზღვრე ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერი­ტორიული საზღვრების ფარგლებში არსებული სახანძრო ჰიდრანტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების ორგანიზება;
  15. ტყის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობაზე სახმელეთო მონიტორინგის ორგანიზება;
  16. ტყეში გაჩენილი ხანძრების დროული აღმოჩენისადა მის ადრეულ სტადიაზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისათვის მეტყევეებისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მომზადება;
  17. მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებისათვის ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათ­ების შემუშავება.

სივრცით-ფუქნციური მოწყობის ხედვა

 საპროექტო ტერიტორია უზრუნველყოფილია გამჭოლი და მიმდებარე მაღალი და საშუალო წნევის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელით, რომელიც წამოდგენილია განაშენიანებულ (ქალაქის ქსოვილი) და დაუსახლებელ (სატყეო ფონდის მიწები) ტერიტორიებზე

სახანძრო უსაფრთხოების კონცეფციის სიტუაციური რუკა

თბილისის ურბანული ტყის საპროექტო და მიმდებარე ტერიტორია (771 ჰა), უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მასზე ინტეგრირებული ჰიდრანტებით, აღნიშნული ჰიდრანტებით ოპერირებისათვის საკმარის მანძილებზე მაღალი გამავლობის ხანძარსაქრობი მექანიზაციის მისასვლელი გზებითა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის მიღწევადი სივრცეებით.

თბილისის ურბანული ტყის მრავალპროფილური (ბიომრავალფეროვნება, რეკრეაცია, გარემოსდაცვა, ურბანული გაჯანსაღება, განათლება, შემეცნება, ეკოტურიზმი, ლანდშაფტის ესთეტიკა და ა.შ.), ურბანულ-ფუქნციური, საინჟინრო-ინფრაქსტრუქტურული, ტურისტულ-სარეკრეაციო და ტერიტორიის მაღალი ხარისხის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის პირობებშიც კი საფრთხის შემცველია, ფუნქციურ საჭიროებას მოკლებულია და შესაბამისად დაუშვებელია ე.წ. საცეცხლე (მათ შორის არსებული) ადგილების მოწყობა.

                           ხანძარსაშიში ზონები

არსებული და დასაშვები მცენარეთა სახეობების თვისებებისა და ზოგადი გეოგრაფიული მახასიათებლების გათვალსიწინებით, ტერიტორია დაყოფილია ოთხი სახანძრო კლასის მიხედვით, (I, II, III, და IV კლასები). ურბანული ტყის ტერიტორიაზე ძირითადად ვხვდებით ხანძარსაშიშროების ორ – მაღალ (I კლასი) და საშუალო (II და III კლასი) საშიშროების  კლასებს.

ხანძრის ადრეული შეტყობინების სისტემები

თბილისის ურბანული ტყის ტერიტორია უზრუნველყოფილია ცეცხლის პირველადი კერის სწრაფი დეტექციის სისტემით (იხ. ილ. 3) და შესაძლებლობით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული უზრუნველყოფილია მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი IQ FireWatch სისტემით. ხანძრის დეტექციის სისტემების სენსორები ფუქნციონირებენ ღამის საათებშიც, ცუდი ამინდისა და, შესაბამისად, ცუდი ხილვადობის პირობებშიც. ტერიტორიაზე დამონტაჟებული სენსორები მარტივად ამჩნევენ ცეცხლის პირველად კერას-ბოლს. ტერიტორიის სახანძრო მონიტორინგის მიზნით,დეტექციის სისტემასთან ერთად, ფუნქციონირებსჯგუფი გამოცდილი ოპერატორებისა, რომლებიც FireWatch სენსორების მიერ მიღებული გამოსახულების შეფასებასა და საჭირო რესურსების მობილიზებას ადგენს.

წყალმომარაგების მაგისტრალებისა და ჰიდრანტების ქსელი

საპროექტო ტერიტორია  უზრუნვეყოფილია როგორც გამჭოლი, ასევე ურბანული ტყის პერიმეტრზე საქალაქო განაშენიანებაში არსებული  მაღალი და საშუალო წნევის წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზებით და მათზე ოპტიმალურად დამონტაჟებული ხანძარსაწინააღდეგო ჰიდრანტებით. წარმოდგენილი ქსელის სირვცით-გეომეტრიული მახასიათებლები უზრუნველყოფენ საპროექტო ტერიტორიის თითქმის სრულ დაფარვას ჰიდრანტებიდან რელიეფის ზედაპირებზე 500 მ-იანი დაფარვის რადიუსებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზაციის დასაშვებ მანძილებზე მიღწევადობის (დადგენილი უსაფრხოების სამანქანე გზები)  ოპტიმალური განაწილებით (იხ. ილ. 3).

სამანქანო მისასვლელი გზები, ქვეითად მიღწევადი და მიუდგომელი რთული სივრცეები

საპროექტო ტერიტორია წარმოდგენილია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღდეგო მექანიზაციისთვის გამოსადეგი სამანქანო გზათა ქსელით (28 კმ),ქვეითად გასავლელი ტყით დაფარული ტერიტორიები და ღია მდელოები (საერთო ფართი – 625 ჰა (81%)),  მიუდგომელი ტერიტორიები (საერთო ფართი -147 ჰა (19%), იხ. ილ. 3. რაც შეეხება ურბანული ტყის კონცეპტუალური ჰიდრანტებს (500 მეტრი (რელიეფის გათვალისწინებით) რადიუსებით დაუფარავი ტერიტორიებიურბანული ტყის ტერიტორიის 8%-ს შეადგენენ.

მექანიზაცია

თბილისის ურბანული ტყის ტერიტორიაზე ჰიპოთეტურად გაჩენილი ხანრის ქრობისთვის განკუთვნილი მექანიზაცია წარმოდგენილია მაღალი გამავლობის Mercedes-Benz Unimog U5000  ZIEGLER – TLF 30/30-3  მოდელის (წყლის ავზის მოცულობა 3000ლიტრი, ტუმბო FPN 10-3.000-2HH) ავტომობილებით, რომლებიც დისლოცირებულები არიან ურბანული ტყის მთავარ შესასვლელთან.

 სახანძრო-სამაშველო დანაყოფები

სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მოქმედებენ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების  შესაბამისად.

სახანძრო-სამაშველო დანაყოფების  დისლოკაციის ადგილები

ქალაქის ცენტრალურ დასახლებასა და მიმდებარე დაბა-სოფლებში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დისლოკაციების ადგილების გარდა, თბილისის ურბანული ტყის ტერიტორიის ეფექტური მომსახურებისათვის ფუნქციონირებს საპროექტო ტერიტორიის სამხრეთი ფერდის მიდამოებში (სასურველია ურბანული ტყის მთავარი შესასვლელის სიახლოვეს ან მასთან ინტეგრირებულად შექმნილი) არსებული დამატებითი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუდმივი დისლოკაციის ადგილი (იხ. ილ. 3 ).

 ვერტმფრენი

ლოკალური მეტეოროლოგიური პირობების (ძირითადად მთა-ხეობათა ტიპის ადგილობრივი და ლოკალური ჰაერის ნაკადები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ქალაქიდან მკაფიოდ თხემისკენ, ხოლო მეორე შემთხევაში ასევე მკაფიოდ, მაგრამ საპირისპიროდ), რთულად მიღწევადი ადგილების სიმრავლისა და ინტენსიური მიმდებარე განაშენიანების ხანძრის ქრობის სისწრაფე და სრული დაფარვა (საპროექტო ტერიტორიაზე არსებული რთულად მიღწევადი ადგილების სიმრავლის გამო) ხორციელდება ვერტმფრენებითაც.

წყლის ღია რეზერვუარები

ხანძრის ოპერატიული ქრობის საჭიროებისათვის, ვერტმფრენები წყალს იმარაგებენ საპროექტო ტერიტორიაზე საგანგებოდ გამზადებული წყლის ღია რეზერვუარებიდან (იხ. ილ. 3).

ერთიანობაში, ურბანული ტყის ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილი ხანძრის დამდგენი ადრეული შეტყობის სისტემებით გამოვლენილი ხანძრის ქრობის გეგმა მოიცავს პრევენციულ და ოპერატიულ ნაწილებს.

პრევენციური ნაწილი წარმოდგენილია წინამდებარე ხედვით, ზონირებითა და შესაბამისმი ინფრასტრუქტურის მოწყობით, ხოლო ოპერატიული ნაწილი შესაბამისი ინსტრუქციებითა და ნორმატივებით.

ხანძრის რისკის მართვის პროცესი ეფუძნება წინასწარ მოწყობილ ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის სისტემას, სახმელეთო მაღალი გამავლობის მექანიზაციის შესაბამისი რაოდენობის პარკს, სხვა რეგიონულ და ეროვნულ ამოცანების მართვაზე ფოკუსირებულ ვერტმფრენების წლიურ გეგმებთან ინტეგრირებას, ოპერატიულ სახანძრო ბრიგადებს და ამ ყველა კომპონენტის ერთიანად შეჯერებულ მართვის გეგმებს.

თბილისის ურბანულ  ტყეში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობისა და გაჩენილი ხანძრის სახანძრო ავტომობილითა და ვერტმფრენით  ჩაქრობის ორგანიზება

 ვინაიდან  თბილისის ურბანული ტყის  სახანძრო უსაფრთხოების კონცეფ­ციის დებულებები ითვალისწინებს ტყე-პარკში გამავალ წყალმომარაგების ქსელზე სახანძრო ჰიდრანტების მოწყობას, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელთა ასახვა მიზანშეწონილია ტყის  სივრცით-ფუნქციური დატექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის წინ­ასა­პროექტო გადაწყ­ვეტილე­ბებისა და საბაზისო მონაცემების ამსახველ დოკუმენტაციაში:

  • წყალმომარაგების ქსელზე სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი მიზანშეწონილია განხორციელდეს უპირატესად ერთმანეთისაგან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორ­ებით, რაც შეეხება ტყეში ჰიდრანტების განთავსების არეალის სპეციფიკას, ვფიქრობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ჰიდრანტები დაცილებული უნდა იქნეს ნარგავებიდან არა ნაკლებ 10-15 მეტრით, და უპირატესად განთავსდეს ისეთ ადგილებში, სადაც ნარგავები საერთოდ არ არის;
  • ევროპული ტიპის მიწის ზედასახანძრო ჰიდრანტი (მშრალი მილყელით), უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტიპის ჰიდრანტებისათვის სტანდარტით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს: ჰიდრანტის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან მიღებული უნდა იქნას არაუმეტეს ერთ მეტრი, ჰიდრანტის სახანძრო ავტომანქანაზე მისა­ერთებელი თავაკების დიამეტრი უნდა იყოს 80 მმ, ჰიდრანტს უნდა გააჩნდეს გამღებ-ჩამკეტი სარქველი, რომელიც განთავსებული იქნება მიწისქვეშა სივრცეში და იგი გაიღება შესაბამისი პარამეტრების მქონე გასაღების გამოყენებით (ჰიდრანტი დაცული უნდა იყოს გაყინვისაგან ცივი ამინდის პირობებში. ჰიდ­რან­ტის ფუნქციონირებისათვის ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის მაღალი წნევის ქსელში წყლის თავისუფალმა წნევამ უნდა უზრუნველყოს 10 მეტრის სიმაღლის წყლის კომპაქტური ჭავლის მიღება წყლის მაქსიმალური ხარჯის დროს, ხოლო დაბალი წნევის ხანძარსაწინააღმდეგო ქსელის მიწყობის შემთხვევაში ქსელში წყლის თავისუფალი წნევა უნდა იყოს 10 მეტრი (1 ატმოსფერო) );
  • ახალი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქსელი უნდა იყოს რგოლური;
  • ჩიხური ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობის შემთხ­ვევაში ამ ქსელის სიგრძე უნდა იყოს არაუმეტეს 200 მეტრი;
  • გასათვალისწინებელია, რომ სახანძრო ჰიდრანტების განთავსების ადგილი,აგრეთვე, მათკენ მიმავალი გზები(უპირატესად საავტომობილო სავალი გზის გასწვრივ) უნდა იყოს აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების ნიშნებით. ნიშნები სრულდება მოცულობით შუქსიგნალიანი ან ბრტყელი, დამზადებული შუქამრეკლი საფარების გამოყენებით, რომლებზეც აღნიშნული უნდა იყოს  წყარო­მდე მანძილის მაჩვე­ნებელი ციფრები.

მიზანშეწონილია შესწავლილი იქნეს და დაზუსტდეს ურბანული ტყის უბნებთან მოსაზღვრე ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერი­ტორიული საზღვრების ფარგლებში არსებული სახანძრო ჰიდრანტების დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში კი ისინი შეკეთდეს;

 მიზანშეწონილია ტყე-პარკში არსებული წყლის რეზერვუარები საჭიროების შემთხ­ვევაში გამო­ყენებული იქნეს, როგორც სახანძრო ავტომობილის, მოტოტუმბოს და ვერტმფრენის წყლით შევსებისათვის;

 ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტყე-პარკში ტყის  ფონდის მორწყვისათვის განკუთვნილი წყლის რეზ­ერვუარების ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მიზ­ა­ნ­შე­წონილია გათვალისწინებული იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვა (განი­ხილება ღია ტიპის რეზერვუარის შემთხვევა):

  • რეზერვუარის დიამეტრი მიღებული იქნეს არანაკლებ 7-10 მეტრისა, მისი სიმაღლე/სიღრმე არა ნაკლებ 3 მეტრი;
  • უზრუ­ნვე­ლყოფილი უნდა იქნეს სახანძრო ტექნიკის წყლის რეზერვუართან მისვლის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს (თუ მისი მოწყობა ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს);
  • უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახანძრო ავტომო­ბილით, მოტო­ტუმბოთი, ვერტმფრენით წყლის აღების შესაძლებლობა (ამ შემთხვე­ვაში ჰიდრა­ნტის მოწყობა აუცილებელი აღარ ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე);
  • რეზერვუარში მიზანშეწ­ონილია გათვ­ალი­სწ­ინებული იქნეს რეზერვუარის საერთო მოცულობიდან 50% წყლის სახანძრო მარაგის შენახვა;
  • იმ შემთხვევაში, თუ წყლის რეზერვუარის ტიპი ან კონფიგურაცია (მიწისზედა რეზერვუარი და სხვა) არ იძლევა წყლის სახა­ნძრო ავტომობილით ან მოტოტუმბოთი უშუალოდ რეზერ­ვუარიდან აღების შესა­ძლ­ებლობას, დასაშვებია რეზერვუართან 3-5 მ3მოცულობის მიმღები ჭის მოწყობა. ამ შემთხვევაში რეზერვუარისა და მიმღები ჭის დამაკავშირებელი მილის დიამე­ტრი მიღებული უნდა იქნეს არა ნაკლებ 200 მმ. მიმღები ჭის წინ შემაერთებელ მილგაყვანილობაზეც, ასევე, ეწყობა ჭა, რომელშიც მონტაჟდება ურდული, რომლის შტურვალი გამოყვანილი უნდა იქნეს ჭის ლუკის სახურავის ზევით.

მიზანშეწონილია ურბანული ტყის მთავარ შესასვლელთან სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის აშენდეს ,,სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის N119 დადგენილების შესაბამისად მეორე ტიპის –  ქალაქის დასაცავად განკუთვლი შენობა/ნაგებობა. და აღნიშნული დანაყოფის გათვლაში გათვალისწინებული იქნას სამი ერთეული ტყის ხანძრების ჩაქრობისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის   სახანძრო ავტომანქანა.

ამასთან, სამანქანო შესასვლელების შემცირება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რადგან ტყეში გაჩენილი ხანძრისა და მისი გავრცელების ფართობის, მიმართულების და ხანძრის ჩაქრობის დროს შექმნილი ვითარების წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია.

რაც შეეხება ტყეში ადრეული შეტყობინების ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და მათი რაოდენობის საკითხებს, ვფიქრობთ, მათი რაოდენობისა და განთავსების განსაზღვრის საკითხები უნდა მოგვარდეს  მათი ქარხანა-დამამზადებელის მიერ  დადგენილი ტექნიკური პარამეტრების და მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები