რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილ-ივნისში  2050 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2021წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, 2050 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 155 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი – 794 ფაქტი, უკანონო ტყით სარგებლობას ეხება. მათგან 331 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 290 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 173 კი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა.

2021 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის -580, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის – 167, თევზჭერისა  და ნადირობის წესების დარღვევის – 160, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის- 130, წიაღისუკანონო მოპოვების – 121, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 38 და მიწის კანონმდებლობის დარღვევის 37 ფაქტი. ამავე პერიოდში სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 23 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 630 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული  სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 300ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 281, ქვემო ქართლში – 204, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-  198, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 198, სამცხე-ჯავახეთში – 125 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს  თანამშრომლებმა კი 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2021წლის 1 აპრილიდან 30ივნისის ჩათვლით, თბილისში 102 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 4 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24 საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2021 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 704 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები