რეკლამაspot_img

ესპანური გრიპის დამანგრეველი შედეგები

                                                       დაკარგული სამყარო

მსოფლიომეორე წელიაკოვიდ -19 პანდემიას ებრძვის,ბოლოკი ჯერჯერობით არ უჩანს. კორონავირუსის კრიზისის ფონზე,გვსურს გიამბოთ „ესპანური გრიპის“ შესახებ, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში უამრავი ადამიანი დააავადა და ათეულობით მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ისტორიკოსების თქმით, პანდემიას იმდენად დამანგრეველი შედეგები ჰქონდა, რომ მსოფლიო მის დავიწყებას მთელი ძალით ცდილობდა. დიდი ხნის მანძილზე მასზე თითქმის არავინ წერდა. სწორედ ამიტომ ამ მოვლენას  მე-20 საუკუნის „მივიწყებულ პანდემიასაც“უწოდებენ.

ესპანური გრიპით 500 მილიონი ადამიანი დაავადდა, რაც პლანეტის მოსახლეობის 1/3 შეადგენდა, სხვადასხვა მონაცემით,20-დან 50 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვლა.

ზუსტად არავინ იცის,საიდან გავრცელდა ესპანური გრიპი მსოფლიოში, წარმოშობის ადგილი მრავალჯერ გამხდარა დავის საგანი. მის „გეოგრაფიულ“ სამშობლოდ სხვადასხვა წყაროები აღმოსავლეთ აზიას, ევროპას და კანზასს ასახელებენ.

ცნობილია, რომ ის რამდენიმე ტალღად მიმდინარეობდა. პირველი ეპიდაფეთქება, 1918 წლის მარტშიდაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ქვეყნები უკვე ჩაბმული იყვნენ პირველ მსოფლიო ომში.

1918 წლის აგვისტოში პლანეტას ესპანური გრიპის მეორე ტალღამ გადაუარა, რომელიც ძალზელეტალური გამოდგა დასიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებლით აღინიშნა.

1919 წლის შემოდგომა – გაზაფხულზე მესამე ტალღა დაფიქსირდა, რომელიც უფრო ლეტალური იყო, ვიდრე პირველი.

1919 წლის ზაფხულში ეპიდვითარება თითქოს დასტაბილურდა, სიკვდილიანობა და შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, მოსახლეობის უმეტესობამ ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტი გამოიმუშავა, ამიტომ ბევრს სჯეროდა, რომ გრიპის ვირუსმა გადაიარა. თუმცა, 1920 წლის დასაწყისში მორიგი ეპიდაფეთქება მოხდა, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ესპანური გრიპის მე-4 ტალღად მიიჩნევს.

ესპანური გრიპს მსოფლიო რთულად უმკლავდებოდა. მძიმე მდგომარეობა იყო ევროპის ქალაქებში – ბუდაპეშტში, ლონდონში, ვენასა და ბერლინში. ბერლინის სკოლებმა სწავლა შეწყვიტეს, რადგან ბავშვების უმეტესობა დაავადდა, იგივე მოხდა  ქარხნების მუშების შემთხვევაშიც.

ამერიკაში პირველი ინფიცირებულიკანზასის სამხედრო ბაზაზე გამოვლინდა. ერთი კვირის მანძილზე დაავადებულთა მაჩვენებელი 5 – ჯერ გაიზარდა და მალე მთელ ქვეყანაში გავრცელდა.მასაჩუსეთში, კემპ დევენსის ბანაკში, 15 000 ათასი ადამიანი იმყოფობოდა, რომელთა მესამედი დაინფიცირდა,  800 კი გარდაიცვალა.

ზოგიერთ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა, დაიხურა სკოლები, თეატრები,საცეკვაო დარბაზებიდა ბიბლიოთეკები.

ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მკაცრად აკონტროლებდა დაწესებულ სანიტარულ ნორმებს, აიკრძალა ქუჩაში გადაფურთხება, მოსახლეობას  ხველების ან დაცემინების დროს ხელსახოცის გამოეყენებას სთხოვდნენ.

სანფანცისკოში, სიეტლში, ოკლენდში, საკრამენტოში,დენვერში,ინდიანაპოლისსა და პასადენაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ტარდებოდა სხვადასხვა სოციალურ კამპანია, რათა პირბადის გამოყენება პოპულარული გამხდარიყო. სან ფრანცისკოს მერიამწამოიწყო სოციალური კამპანიასახელწოდებით – „ატარე პირბადე, გადაარჩინე სიცოცხლე“.მოსახლეობის უმეტესობა არსებულ წესებს ემორჩილებოდა. წითელმა ჯვარმა ქალაქს საჩუქრად 100,000 პირბადე გადასცა. ხალხმა თავადაც დაიწყო მათი დამზადება.

პირბადის გამოყენებას, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეც მრავლად ჰყავდა. შეიქმნა ე.წ. „პირბადის ტარების საწინააღმდეგო ლიგა“. ისინი აცხადებდნენ, რომ „პირბადე პოლიტიკურ სიმბოლოდ და იარაღად“ გადაიქცა. აღნიშნულ ლიგაში სან-ფრანცისკოს მერიის საბჭოს წევრებიც გაერთიანდნენ, რომლებმაც პირბადის გამოყენების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პირბადეები არაეფექტური, ხშირ შემთხვევაში საზიანოც კი იყო.

ურჩ მოსახლეობას ჯარიმებით, სახელებისა და გვარების გაზეთებში გამოქვეყნებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ.

ისტორიკოსი ნენსი ბრისთოუ აღნიშნავს,  რომ გრიპით ამერიკის მოსახლეობის 25% – ი დაინფიცირდა, საზღვაო ძალებში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევდა, მთლიანობაში  657 000 ადამიანი დაიღუპა, ამერიკელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 12 წლით შემცირდა.

პირველმა მსოფლიო ომმა ექიმების მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია. ვინც ომს გადაურჩა, გრიპით დაავადა. სკოლები და სხვა შენობები დროებით საავადმყოფოებად გადაკეთდა, სადაც, მედპერსონალის უკმარისობის გამო, ექიმებად სამედიცინოს სტუდენტები მუშაობდნენ.

ეს პერიოდი განსაკუთრებით ტრავმული იყო ექიმებისთვის, ისინი თავიანთ მემუარებში რამდენიმე სიტყვით აღწერენ ან საერთოდ არაფერს წერენ ესპანური გრიპის შესახებ.

ვიქტორ ვონი გახლდათ ექიმი, რომელმაც ესპანური გრიპის მომაკვდინებელი ტალღა საკუთარ თავზე გამოსცადა. იგითავის წიგნში, „ექიმის მოგონებები“, გაკვრით წერს ამ ისტორიული მოვლენის შესახებ – „არ ვაპირებ გრიპის ეპიდემიის ისტორიას ჩავუღრმავდე. მან მთელი მსოფლიო შემოიარა, ყველაზე მიუვალ ადგილებში შეაღწია და უდიდესი მსხვერპლი მოიტანა. არ დაზოგა არც ჯარისკაცი და არც სამოქალაქო პირი და თავისი წითელი დროშა მეცნიერების წინაშე ააფეთქა“.  იგი აღნიშნავს, რომ პანდემიის წლები მისი ცხოვრების ყველაზე სევდიანი პერიოდი იყო, იმდენად სევდიანი, რომ საკუთარი პროფესიაც კი ეჭვქვეშ დააყენა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსები 1918  – 1920წლების მოვლენების შეფასებისასუფრო მეტ ყურადღებას პირველ მსოფლიო ომს უთმობდნენ, ვიდრე – ესპანურ გრიპს. ეს თავისთავად მოწმობს, რომ იმდროინდელი მსოფლიო მის დავიწყებას ცდილობდა.

რატომ ჰქვია „ესპანური გრიპი“?

ადამიანების მასობრივი ინფიცირების შესახებ ცნობებიპირველადესპანურ გაზეთებში გამოქვეყნდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ესპანეთი ნეიტრალური ქვეყანა იყო და მიმდინარე მოვლენებს ცენზურის გარეშე აშუქებდა.

ომში მონაწილე ქვეყნები კი გრიპის გავრცელების შესახებ თითქმის არაფერს ამბობდნენ. საწყის ეტაპზე მოსახლეობა საჯარისო ნაწილებში არსებული დაავადების შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. გამოცემებში პერიოდულად იწერებოდა გრიპის შესახებ მცირე ინფორმაცია, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ყურდღების მიღმა რჩებოდა.

რამ გამოიწვია ესპანური გრიპის სწრაფი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით?

  • საომარი მოქმედებების გამო, ერთმანეთის გვერდიგვერდ ათასობით ადამიანი იყრიდა თავს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელებას უწყობდა ხელს;ჯარისკაცებს ნესტიან და ბინძურ ბანაკებში ამყოფებდნენ, სადაც ჰიგიენის ელემენტარული ნორმებიც კი არ იყო დაცული, ამას ემატებოდა არასათანადო კვების რაციონი. დაუძლურებულისამხედროები ადვილად ავადდებოდნენ, რადგან სუსტი იმუნური სისტემა გრიპის ვირუსს ვერ უმკლავდებოდა.1918 წლის ზაფხულში  ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ, გრიპის ვირუსი კი  მათ ქალაქებს, დაბებსა და სოფლებსმოედო. სწორედ ამიტომ  პირველი მსოფლიო ომი სამართლიანად მიიჩნევა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ;
  • შეზღუდული სამედიცინო სერვისები;
  • ტესტებისა და ვაქცინის არ არსებობა;
  • ექიმებმა არაფერი იცოდნენ გრიპის ვირუსის არსებობის შესახებ, შესაბამისად, პანდემიის მართვის კორდინირებული გეგმაც არავის ჰქონდა.

„ესპანური გრიპის“  სიმპტომები

პაცინეტები თავდაპირველად თავის ტკივილსა და დაღლილობას უჩიოდნენ, რასაც ემატებოდა მშრალი ხველა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი და ჭარბი ოფლიანობა. დაავადება სწრაფად აზიანებდა სასუნთქ ორგანოებსდა პნევმონიას იწვევდა. რესპირატორული გართულებების ფონზე ადამიანები იღუპებოდნენ.

პანდემიისას დაწესებული შეზღუდვები:

  • ხალხმრვალი შეკრებების აკრძალვა;
  • სოციალური დისტანცია;
  • პირბადის ტარება;
  • ქუჩებისა და თავშეყრის ადგილების დეზინფექცია;
  • შენობების ხშირი განიავება;
  • კარანტინი.

აღსანიშნავია, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. უდიდესი როლი ითამაშა მაშინდელმა მედიამ, რომელიც დროულად აწვდიდა ხალხს საჭირო ინფორმაციას.

1919 – 1920 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობამ ესპანური გრიპი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი გამოიმუშავა,პანდემია კი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა.

P.S.

ავტორის შეფასება

თუკი ესპანური გრიპისა და კოვიდ-19 პანდემიებს ერთმანეთს შევადარებთ, მივხვდებით, რომ ერთი საუკუნის მანძილზე ბევრი არაფერი შეცვლილა.

2021 წელს მსოფლიო ისევ დიდი წვალებით უმკლავდება კორონავირუსს. დაწესებული შეზღუდვები დღესაც თითქმის იგივეა, რაც 1918-1920 წლებში იყო.

განსხვავება კი იმაშია, რომ კოვიდ-19 პანდემიის შემთხვევაში მეცნიერებმა რეკორდულ დროში შეძლესვაქცინების შექმნადა საყოველთაო ვაქციანციაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა შევამციროთ სიკვდილიანობა, შემდეგ კი საბოლოოდ დავამარცხოთ პანდემია.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები