რეკლამაspot_img

თრეილ ქონსთრაქშენი

ბოლო წლებში არაერთი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყო საქართველოში. ეს ტენდენცია არ კარგავს აქტუალობას და ქვეყანას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და არამარტო, ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბილიკების ქსელი შექმნას,  როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არ ჩამოუვარდება.

საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტი მრავალფეროვანი და გამორჩეული ტურისტული ბილიკების შექნის შესაძლებლობას იძლევა! თუმცა, ბუნებრივი პირობების გარდა საჭიროა კვალიფიციურ ცოდნაზე დაფუძნებული, სწორი გეგმარებით შექმნილი, უსაფრთხო და თანამედროვე ტურისტული ბილიკების მოწყობა.

ტურისტული საფეხმავლო ბილიკები თითქმის საუკუნეა, თანამედროვე კაცობრიობისთვის ღირებულ და მიმზიდველ ფენომენად იქცა. ამ მხრივ წარმატებული და დიდი გამოცდილება არსებობს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ცოდნის გათვალისწინებით აგებული საფეხმავლო ტურისტული ბილიკი იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ იგი უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. სწორედ საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე ქმნის ეკოტურიტულ ბილიკებსა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას  შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ბაზარზე ოპერირებადი მცირერიცხოვანი ორგანიზაციებისაგან.

2020 წელს დაარსებულმა კვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა   კომპანიამ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და სწორად დაგეგმარებული საქმიანობით მოახერხა ეკოტურისტული ბილიკებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის საპროექტო თუ სამშენებლო დარგში მოწინავის სტატუსი მალევე მოეპოვებინა.

შპს „თრეილ ქონსთრაქშენმა“ ქვეყნის მასშტაბით  დააგეგმარა და მოაწყო ტურისტული ბილიკისთვის საჭირო არაერთი ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე სივრცე, გადასახედიდა სამთო ქოხები;  მათ შორის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში -კურორტ აბასთუმანის შემოგარენი, ალგეთის ეროვნულ პარკსა და ნეძვის აღკვეთილში. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებშივე კურორტ აბასთუმნის შემოგარენში დაპროექტდა და  აშენდა   32 კილომეტრი სიგრძის სრულიად ახალი საფეხმავლო ბილიკი. ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე – ნეძვის აღკვეთილში, კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა ბილიკის 20 კილომეტრიან  მონაკვეთს და გაჭრა 13 კილომეტრიანი ახალი ბილიკი.

აღნიშნული პროექტების გარდა შპს „თრეილ ქოსნთრაქშენმა“  აჯამეთის ტერიტორიაზე მოაწყო 27 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო-საცხენოსნო ბილიკი და საპიკნიკე სივრცეები. თბილისში კი განაახლა და კეთილმოაწყო მთაწმინდა-კუს ტბის დამაკავშირებელი 8-კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი.

შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“ ევროპული სტანდარტების უმაღლესი ხარისხის  მასალებს იყენებს და, სამშენებლო თვალსაზრისით, საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებს.

უახლოეს მომავალში, მიმდინარე პროექტებთან ერთად, შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“, როგორც საფეხმავლო ბილიკების მშენებლობას, ასევე ტურისტული თავშესაფრის, საპიკნიკე სივრცეებისა და სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს  მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებში,თეთრობის აღკვეთილში, ერუშეთის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხის ეროვნულ პარკში და ა.შ.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები