რეკლამაspot_img

სს “RMG Copper” – ის „მადნეულის“ გამამდიდრებელი ფაბრიკის სპილენძ – პირიტის კუდსაცავიდან ჩამდინარე წყლების მართვა

მიზანი – ნაკლები ზიანი გარემოს

მადნეულის სპილენძ-პირიტის კუდსაცავის პროექტირება და მშენებლობა დაიწყო წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში. პროექტი ეკუთვნის მოსკოვში მდებარე საპროექტო ორგანიზაციას „მეხანობრ ინჯინირიგს“, რომელიც დღესაც უწევს კუდსაცავს ზედამხედველობას. კუდსაცავის დამბის დანიშნულებაა გადამუშავებული მადნის ნარჩენების, ე.წ. „პულპის“ განთავსება/აკუმულირება. „პულპა“ ეს არის გამამდიდრებელ ფაბრიკაში სპილენძის მადნის ფლოტაციის შემდეგ ნარჩენი მასა. ის სპეციალური მილსადენით გადაიტუმბება კუდსაცავის დამბაზე, სადაც ილექება, ხოლო წყალი რჩება ზედაპირზე. დამბაში დაგროვილი წყალი შემდეგ სპეციალური ტუმბოებით უკან მიეწოდება გამამდიდრებელ ფაბრიკას საწარმოო მიზნებისთვის. რიგ შემთხვევებში დამბის წყალის შესავსებად მდ.მაშავერიდან ემატება გარკვეული რაოდენობის წყალიც.

პროექტის მიხედვით, კუდსაცავის დამბიდან იჟონება გარკვეული რაოდენობის წყალი, რომელიც იკრიბება მის ძირში არსებულ მიწის რეზერვუარში, საიდანაც ასევე სპეციალური ტუმბოსა და მილის საშუალებით იტუმბება უკან დამბაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სატუმბი ინფრასტრუქტურა უკვე დაახლოებით 40 წლისაა, იგი ვეღარ უზრუნველყოფდა ვეღარც კუდსაცავის დამბიდან გამოჟონილი წყლის შეკავებას, ასევე სრულყოფილ გადატუმბვას, პერიოდულად დაბინძურებული წყალი ჩაედინებოდა მდ. კაზრეთულაში, რაც, ბუნებრივია იწვევდა მისი ხარისხის გაუარესებას, დრენირებული წყლების მაქსიმალური ხარჯი შეადგენს 250კუბ.მ/სთ. დღესდღეობით კომპანია ახოციელებს კუდსაცავიდან ჩამდინარე სანიაღვრე და სადრენაჟო წყლების მონიტორინგს კომპანიის გარემოსდაცვითი ლაბორატორიისა და დამოუკიდებელი აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით.
მდ. კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის მიზნით, გასული წლის დასაწყისში კომპანიამ გადაწყვიტა კუდსაცავის ძირში ახალი საქაჩი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის ჩართვას ჩაკეტილ ტექნოლოგიურ ციკლში, რაც თავის მხრივ აღკვეთდა აღნიშნული წერტილიდან მდ. კაზრეთულაში დაბინძურებული ნივთიერებების ჩაშვებას.
კუდსაცავის ქვედა იარუსებსა და მომიჯნავე ფერდობებზე წარმოქმნილი სანიაღვრე და დრენირებული წყლების ორგანიზებულად შეკრებისა და დამბაში შეგროვების მიზნით, კუდსაცავის ძირში მოწესრიგდა (მოეწყო) სანიაღვრე წყლების გამყვანი არხები.
პროექტირების ეტაპზე, გაირკვა რომ კუდსაცავის ძირში დამონტაჟებული სადრენაჟე კოლექტორიდან გამომავალი წყალი ასევე დაბინძურებული იყო, მხოლოდ სხვა ხარისხით. ამ ორი წყლის შერევა იწვევდა ქიმიურ რეაქციას და დიდი რაოდენობით თაბაშირი წარმოიქმნებოდა, რის გამოც ფერხდებოდა ტუმბოების მუშაობა და ისინი ზიანდებოდა, ასევე მილსადენი იბინდებოდა კალციუმის ნადებით.
ამიტომ, პროექტის ფარგლებში, კუდსაცავის ძირში აშენდა 2 ერთეული წყლის შემკრები ავზი, თითოეული 1000მ3 მოცულობის, აქედან ერთი ავზი უზურნველყოფს დამბაში მოხვედრილი წვიმის წყლებით გამოწვეული დამბაში ჩამდინარე და დრენირებული წყლების შეგროვებას და მის გადატუმბვას კუდსაცავში ახალი 250მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით, ხოლო მეორე ავზში შეგროვდება კუდსაცავის ძირში გაყვანილი სადრენაჟო კოლექტორიდან გამომავალი წყლის მოცულობა, რომელიც ასევე მეორე, 200მმ დიამეტრის, ანალოგიური მილსადენის საშუალებით გადაიტუმბება კუდსაცავში.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სატუმბი სადგური. სადგურში მოთავსებულია 4 საქაჩი ტუმბო, მათ შორის 2 მუშა და 2 სარეზერვო.
რა შედეგი მოგვიტანა ზემოთხსენებული პროექტის განხორციელებამ? ამ კითხვით მივმართეთ არემჯი კოპერისა და გოლდის გარემოსდაცვით მმართველს, კოტე ხაჭაპურიძეს – აღნიშნული პროექტით განხორციელდა კუდსაცავიდან გამოსული დრენირებული წყლების შეკრება, რომელიც ჩაედინებოდა მდ. კაზრეთულაში. ეს ადგილი წარმოადგენდა კომპანიისთვის წყალჩაშვების დადგენილ წერტილს, რომელზეც დაშვებული იყო ზღვრულად დასაშვები (ზდჩ) ნორმები.
რაც შეეხება პროექტის სარგებელსა და ეფექტურობას, მთლიანად აღიკვეთა 250მ3 საათში საშუალოდ დაბინძურებული წყლის ჩადინება მდ. კაზრეთულაში და აღნიშნული წყლის ჩაკეტილ ტექნოლოგიურ ციკლში ჩართვა, რამაც კაზრეთულას წლის განმავლობაში ააცილა შემდეგი რაოდენობის დამაბინძურებელი ნივთიერებები:

  • სპილენძი (Cu) – 0,630 ტონა/წელიწადში;
  • თუთია (Zn) – 1,02 ტონა/წელიწადში;
  • რკინა (Fe)- 0,554 ტონა/წელიწადში;
  • სულფატები (SO4)- 1046,5 ტონა წელიწადში.
რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები