რეკლამაspot_img

ცხენოსნობის განვითარების ისტორია ევროპაში

ზურაბ ჭინჭარაძე – ახალუბნის საცხენოსნო კლუბის დირექტორი

ცხენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიუხსოვარი დროიდან იყო არა მარტო სატრანსპორტო საშუალება და ომის იარაღი, არამედ სეირნობისა დაგართობისსაუკეთესო საშუალება. შუა საუკუნეების კულტურული აღმავლობისხანამ ევროპაში ცხენი და ცხენზე ჯდომა უმაღლესიხელოვნების ნიმუშად აქცია. ცხენზე ჯდომის ხელოვნება დიდგვაროვნების მთავარი გატაცება გახდა. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში გაჩნდა სპეციალური საცხენოსნო სკოლები, რომლებშიც  ცხენზე ჯდომის სტილი სულ უფრო  იხვეწებოდა და მომდევნო თაობებს გადაეცემოდა.  წარმოიშვა კლასიკური ჯდომა, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელს ევროპაში და საფუძველი დაუდო საცხენოსნო სპორტის ჩამოყალიბებას. ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული ტრადიციული საცხენოსნო სკოლები ახლაც განაგრძობენ არსებობას და დიდი პოპულარობითა და  სიყვარულით სარგებლობენ ტრადიციული მუსიკის თანხლებით წარმოდგენილი ულამაზესი საცხენოსნო სანახაობების წყალობით. ამ სკოლებს შორის უძველესი ვენის ესპანური საცხენოსნო სკოლაა ავსტრიაში, სადაც კლასიკური მუსიკის თანხლებით მოცეკვავე თეთრი ცხენებივენის სიმბოლოდ არიან ქცეული და უამრავ ტურისტს იზიდავენ. კლასიკური ჯდომისთვის, ძირითადად, ესპანური და პორტუგალიური ჯიშის ცხენები გამოიყენება. ცხენზე ჯდომის ახალმა კულტურამ მეფის რუსეთის საიმპერატორო მანეჟებშიც ჩააღწია, სადაც ცხენზე ჯდომის კლასიკურ წესებს ქართველი დიდებულებიც ეუფლებოდნენ. პარალელურად ინგლისში, სადაც მეტი პოპულარულობით დოღი სარგებლობდა, გამოიყვანეს ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებულიინგლისური წმინდა სისხლის ჯიშის ცხენი.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საცხენოსნო სპორტის სამი კლასიკური სახეობა – ხედნილობა, დაბრკოლებათა გადალახვა და სამჭიდი სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა. მას შემდეგ საცხენოსნო სპორტი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. სპორტში წარმოდგენილია ძირითადად ევროპული (გერმანული, ფრანგული, ჰოლანდიური, ბელგიური და სხვა) ჯიშის ცხენები. გარდა სპორტული ცხენოსნობისა, დღეს მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს სამოყვარულო გამაჯანსაღებელი ცხენოსნობა, საცხენოსნო ტურიზმი და,აგრეთვე, ცხენოსნობის ეროვნული სახეობები, რომლებითაც სხვათა შორის საკმაოდ მდიდარია ჩვენი ქვეყანა.

ცხენი და ჩვენი დედაქალაქი

კავკასია და საკუთრივ საქართველო ძალზე მდიდარია ცხენოსნური ტრადიციებით. ცხენი კავკასიელი ხალხის ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. დოღი, ჯირითი და ეროვნული საცხენოსნო თამაშობანი (ცხენბურთი, ისინდი, თარჩია და სხვა)საუკუნეების მანძილზე მოსახლეობის საყვარელი გართობა იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ამას დაემატა საცხენოსნო სპორტი. დაარსდა დიდუბის იპოდრომი და ყულარის ცხენსაშენი, რომელშიც ინგლისური წმინდა სისხლის ცხენები გამოჰყავდათ. ცხენსაშენის მფლობელი იყო მსხვილი მენავთობე ლევონ მანთაშევი. მისი ცხენები წარმატებით გამოდიოდნენ, როგორც დიდუბის, ასევე მოსკოვის იპოდრომებზე. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის, კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობოთ იპოდრომი გადმოვიდა საბურთალოზე (დელისის იპოდრომი),სადაც მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა დოღები საართველოში   და აგრეთვე რუსეთის, ოსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცხენსაშენებში დაბადებული წმინდა სისიხლის ცხენებისთვის.

ცალკე იმართებოდა დოღები შუა აზიიდან ჩამოყვანილი უნიკალური ახალთექური ჯიშის ცხენებისადა, აგრეთვე, ეტლითრბოლები– რუსეთიდან ჩამოყვანილი ორლოვური და რუსული ჩორთმავალი ჯიშის ცხენებისთვის. გარდა ამისა, აქ იმართებოდა  რესპუბლიკური და საკავშირო შეჯიბრებები ცხენოსნობის კლასიკურ და ეროვნულ სახეობებში. საცხენოსნო სანახაობებს ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. იპოდრომის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ოთარ ქინქლაძის სახელობის საცხენოსნო სპორტული სკოლა, ამიერკავკასიაში ერთადერთი სტანდარტული ზომების მქონე დახურული მანეჟი, საცხენოსნო სპორტული ბაზა, ცხენის გაქირავების,  საცხენოსნო ტურიზმისა და რაიდთერაპიის პუნქტები, შინაგან საქმეთა ჯარების თავლა, ვეტერინარული კლინიკა, სამჭედლო და კიდევ არაერთი –კერძო პირთა თუ ორგანიზაციათა თავლა თუ ცხენთან დაკავშირებული – სხვა ობიექტი. დელისის იპოდრომზე იკრიბებოდნენ საკავშირო შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად  ზუგდიდის, ოჩამჩირის, ფოთის, სენაკის, გალის, სამტრედიის, გუდაუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, გულრიფშისა და სხვა იპოდრომებისა და კლუბების სპორტსმენები და მწვრთნელები. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ მძიმე პერიოდი გამოიარა. დღეს თბილისი იპოდრომის გარეშეა დარჩენილი, დოღებისადმი ინტერესი კი კვლავაც დიდია. ლისის ტბაზე მდებარე ე.წ. იპოდრომს, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სადოღე ბილიკი არ გააჩნია. კერძო საკუთრება გახდა აგრეთვე ყულარის ცხენსაშენი, რომელშიც მცირე მასშტაბებით, მაგრამ კვლავაც გამოჰყავთ წმინდა სისხლის ცხენები და რეალიზაციას ახდენს ქვეყნის შიგნით კერძო პირებსა და კლუბებზე. ეს ცხენები, ცალკეულ, ქვეყნის გარედან (ძირითადად რუსეთიდან) ჩამოყვანილ ცხენებთან ერთად,მონაწილეობენ აბაშის, სამტრედიის, ახმეტის, ყაზბეგის, ბახმაროს სადოღე  ბილიკებზე გამართულ დოღებში, რომლებსაც ამ საქმის ენთუზიასტების  მხარდაჭერით მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ყულარში დაბადებული ცხენები, აგრეთვე, წარმატებით გამოდიან დოღებზე ბაქოში, სადაც ორი იპოდრომი ფუნქციონირებს.

ვფიქრობ, არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც დელისის იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის გაშენების იდეა არ გაუხარდა. ეს იყო უდავოდ მაღალი ეროვნული თვითშეგნებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება.თუმცა არსებობს კიდევ ერთი იდეა: იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდია მოსახლეობაში ცხენის სიყვარული და ინტერესი, მოეწყოს პარკის პერიმეტრზე სპეციალური ბილიკი, სადაც შესაძლებელი იქნება დიდ დღესასწაულებზე დოღების გამართვა. ამის გაკეთება სულ ადვილად შეიძლება ევროპის დიდი ქალაქების მაგალითების გათვალისწინებით. აგრეთვე, დაარსდეს კლასიკური საცხენოსნო სკოლა მუზეუმითა და ბიბლიოთეკითპარკის ტერიტორიაზე შემორჩენილ დახურულ მანეჟში, მსგავსად ევროპული სკოლებისა,მათივე პატრონაჟითა და დახმარებით, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ცხენზე ჯდომის მაღალ ოსტატობას, ხოლო წარმოდგენებიქართული ხალხური მუსიკის თანხლებით გაიმართება. ეს მოგვცემს ქართულ ფოლკლორში ცოცხალი ცხენის თემატიკის შემოტანის საშუალებას, რაც სრულიად ახალ პლასტს შესძენს ჩვენს ისედაც მდიდარფოლკლორს და ახალი სიტყვა იქნება ქართულ კულტურაში;ამავდროულად, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპული კულტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს იდეა არა მარტო ცხენის მოყვარულების, არამედ მთავრობისა და მთელი მოსახლეობის მოწონებას დაიმსახურებს,ხოლო მისი განხორციელება სავსებით რეალურია და დიდ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას.

p.s. ძვირფასო მკითხველო, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი და ხედვები არსებულ იდეასთან დაკავშირებით, რათა ერთად გადავწყვიტოთ ცხენისა და ჩვენი ქალაქის თანაარსებობის საკითხები.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები