რეკლამაspot_img

მთაწმინდის პარკის ისტორია

მთაწმინდის პარკი თბილისის დასავლეთიდან შემომსაზღვრავ მთაწმინდის ქედზე, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია.

ამ ქედს ადამის ფერდობებზე  XIXს-მდე ურბანული განაშენიანება არ არსებობდა. XVIII-XIXსს. დასაწყისში მთაწმინდის ფერდობზე გაშენებული იყო სამეფო და დიდებულთა ბაღები.

XIX საუკუნის დასაწყისიდან მთაწმინდის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია თავადი გაბაშვილების სამფლობელოდ ითვლებოდა.სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ილია პოლტარაცკის იდეა იყო ამ ფერდობზე ფუნიკულიორის აშენება. მან პარიზიდან გამოგზავნა სპეციალისტები და მშენებლობისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, საქართველოში ჩამოვიდა ბელგიური საზოგადოების წევრი ინჟინერი ალფონსრობე, რომელმაც 1896 წელს ფუნიკულიორის გაყვანის იდეა წამოაყენა.

1900წ. ქალაქის თვითმმართველობამ ხელშეკრულება დადო ბელგიელებთან, რომლის თანახმად ეს საზოგადოება ფუნიკულიორს  45 წლის განმავლობაში გაუწევდა ექსპლუატაციას, შემდეგკი, უსასყიდლოდ გადასცემდა ქალაქს. ფუნიკულიორის მშენებლობა დაიწყო 1903 წ. და დამთავრდა 1905 წ.  გაიხსნა 27 მარტს და თავიდანვე თბილისის ლანდშაფტის სილუეტის სიმბოლო გახდა. პროექტის ავტორი იყო ფრანგი ინჟინერი — ა. ბლაში. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები: ი. რაგოლერიდაა. ფონტანა-როსი. ეს იყო პირველი საბაგირო-სალიანდაგო გზა რუსეთის იმპერიაში. სალიანდაგე გზის სიგრძე 501მ. დახრა — 28-33°. ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727მ. ქვედა სადგურისა — 460მ. 1905წ. ფუნიკულიორის ზედა და ქვედა სადგურების შენობები აშენდ ათბილისელი არქიტექტორის- შიმკევიჩის პროექტით, ზედა ორსართულიანი სადგური წარმოადგენდა ნაგებობას რუსული კლასიციზმის სტილში და ჰქონდა ეკლექტიკური ხასიათი, მოდერნისა და რუსული სტილის ელემენტების ნაზავით.

1920- იანი წლების ბოლოს დაიწყო მთაწმინდის მოშიშვლებული ფერდობების გამწვანება ახალი ნარგავებით. 1930-იან წლების შუ აპერიოდში დაპროექტდა პარკი მთაწმინდის პლატოზე საზოგადოებრივი და გასართობი ნაგებობებით. პარკი გაიხსნა 1938წ. 24 ივლისს და იოსებ სტალინის სახელი ეწოდა და სიმბოლურად მთავარ მოედანზე მისი ძეგლი დაიდგა .

1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების დროს მთაწმინდის პარკი და რესტორნის შენობა ფუნიკულიორითა და საბაგირო გზით მიტოვებულ იქნა და უპატრონობით გაპარტახდა.

ბადრი პატარკაციშვილის დამსახურებთ განახლდა  და სრულიად თანამედროვე სახით აშენდა მთაწმინდის პარკი. აღსანიშნავია, რომ  პარკს ასეთი მასშტაბური განახლების შემდეგ  სწორედ  კულტურისა და დასვენების ის ფუნქცია დაუბრუნდა, რაც თავიდანვე, ათწლეულების წინ ჰქონდა.

     

მთაწმინდის პარკი დედაქალაქიდან  270 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის გაშლილია დაახლოებით 20 ჰექტარტერიტორიაზე,იგი უნიკალურია  თავისი ხედებით, ლანდშაფტით, იშვიათი ჯიშის ნარგავებით, ხეებით, ბუჩქებით, სიმწვანითა და სუფთა ჰაერით. პარკის ძირითადი ტერიტორია უკავია მრავალწლოვან წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ: ფიჭვი, კედარი, კვიპაროსი და ტუია პარკის ასაკისაა. ტერიტორიაზე მრავლადაა ფოთლოვანი მცენარეები: მუხა, ჭადარი, იფანი, ცაცხვი, იუდას ხე,საპნის ხე,ცხენის წაბლი,კაკალი, აკაცია და სხვა.

პარკში შენარჩუნებულია თავდაპირველი გეგმა, კერძოდ: ცენტრალური ხეივანი და შუაში მოქცეული მთავარი მოედანი, რომელიც  ღონისძიებების ძირითადი ადგილია. აქვე მდებარეობს ამფითეატრი, რომელიც 800-მდე ადამიანს იტევს.  ხეივანს ერთი მხრიდან უერთდება ბერძნულ-რომაულ სტილით მორთული სიყვარულის ქუჩა და მეორიდან– ქართულ ტრადიციულ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტტილი, აივნებიან-რიკულებიანი ქართული ქუჩა.

მთაწმინდის პარკში თანამედროვე არქიტექტურა ძველთანაა შერწყმული. მთავარი შემოსასვლელის გიგანტური კონსტრუქცია, ანიმაციური ფილმების გმირები, ატრაქციონების ულამაზესი ვიზუალები სტუმრებს  ზღაპრულ და ჰარმონიულ გარემოს უქმნის.

ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები დ აკაფეები, ქორწინებისსახლი, სარელაქსაციო ზონები  და  სადღესასწაულო ცენტრი.

მთაწმინდის პარკი თბილისელების საყვარელი ადგილია   და დიდი პოპულარობით სარგებლობში სტუმრებშიც. აქ ტარდება უამრავი ყოველწლიური, ტრადიციად ქცეული, მასშტაბური ფესტივალი, რომელსაც საზოგადოება სულმოუთქმელად ელის.  სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით იმართება კონკრეტული ქვეყნების დღეები, რაც სტუმრებში დიდ ინტერესს იწვევს.

პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვოდასაოჯახო –ზონად. ატრაქციონებს შორის სიდიდითა და მასშტაბურობით გამოირჩევა გიგანტური ბორბალი, რომლის დიამეტრიც 62 მეტრს შეადგენს.  ატრაქციონიდან თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ხედის ხილვაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გიგანტური ბორბალი დედაქალაქის ახალი სიმბოლო გახდა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები