რეკლამაspot_img

თრეილ ქონსთრაქშენი

მე -20 საუკუნის მიჯნაზე ლაშქრობა სიამოვნებისთვის ახალი მოცემულობა იყო. 1800-იანი წლების შუა პერიოდამდე, მაგალითად ამერიკაში,დასახლებული პუნქტები მინდვრებსა და ტყეებთან ახლოს მდებარეობდა და ლოგიკურია, რომ ბუნებაში სიარული ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.

მე -19 საუკუნის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, მრავალი ადამიანისთვის ტყეში გასეირნება ფუფუნებად იქცა და ამავე საუკუნის ბოლოს ლაშქრობა უკვე განტვირთვად ჩამოყალიბდა.

ინდუსტრილიზაციისა და ურბანიზაციის განვითარების ფონზე ადამიანი კიდევ უფრო ჩამოშორდა ველურ ბუნებას, თუმცა დროთა გნმავლობაში ეს მდგომარეობა მისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა. ბუნებრივიგარემოს დეფიციტმა როგორც ჯანმრთელობის, ისე ფსიქო-სოციალური კუთხით მდგომარეობა დაამძიმა. კაციობრიობამგარემოსთან სიახლოვის საჭიროება გადააფასა და ტექნოლოგიური განვითარების ფონზე სულ უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებდა ტყეში, ველურ ბუნებაშიგანტვირთვის აუცილებლობას.

ცივილიზაციისა და მოსახლეობის რიცხვის მატების ფონზებიომრავალფეროვნება, რომელიც ოდესღაც ჭარბად იგრძნობოდა, გაქრა. ეს დიდწილად განპირობებული იყო ფართომასშტაბიანი ხის ჭრითა და სამთო კომპანიების აგრესიული ტაქტიკით. ტყის ქაოსური კაფვის ნეგატიურმა შედეგმა ადამიანი აიძულა ბუნებასთან ურთიერთობისას ეკონომომიკური სარგებელი უფრო გონივრული და გარემოზე მზრუნველი გაეხადა.

ტურიზმი იქცაიმ უნივერსალურ საშუალებად, რომელმაც, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და, მეორე მხრივ, ადამიანს გარემოსგან ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

რეკრეაციული ტურიზმის განვითარებამ ტურისტული ბილიკების მოწყობის აუცილებლობა წარმოშვა. ამან, თავის მხრივ, გავლენა იქონია ადამიანთა ქცევაზე და ბუნებაში ბილიკებით სეირნობა ჩამოყალიბდა როგორც კულტურა!

აშშ-ში 1907 წლიდან გამოჩნდნენ პირველი საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებმაც ბილიკების მშენებლობა და მოწყობა დაიწყეს. პირველი საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოხალისეებმა აპალაჩიენის მთაზე გაიყვანეს.ევროპაში კი პირველი ოფიციალური საფეხმავლო ბილიკი უნგრეთში, 1938 წელს გაიხსნა – უნგრეთის ეროვნული ლურჯი ბილიკი.

საქართველოში ტურიზმი და მისგან მიღებული სიკეთეები მხოლოდ ბოლო ათწლეულში გახდა ხელშესახები. აქ ტურიზმის აბსოლუტურად ყველა მიმართულება ვითარდება, თუმცა, ქვეყნის მრავალფეროვანი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სულ უფრო წამყვან პოზიციას იკავებს რეკრეაციული, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი.

გამოცდილი უცხოელი მოგზაურისთვის შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმწირე არაერთხელ გამხდარა დისკომფორტის მიზეზი. კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისთვის ბევრი რამ გაკეთდა. ასევე მუდმივად ვითარდება ქვეყნის საგზაო და ინფრასტრუქტურული შესააძლებლობები, მაგრამ ჯეროვანი ყურადღება ნაკლებად ექცევა რეკრეაციული ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ევროპისა და აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოშიტურისტული სალაშქრო ბილიკების მოწყობა  თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ – 2014 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გამოცდილ მოლაშქრეებსაერთიანებდა,ვისაცქვეყანაში არსებულ პოპულარულ თუ არც ისე ცნობილ მარშრუტებზესიარულის საკმაო გამოცდილებაჰქონდათ, ამიტომაცმათ ყველაზე კარგად ესმოდათ მოწესრიგებული და სწორად დაგეგმარებული ბილიკების არსებობის მნიშვნელობა.

2015 წელს საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სტანდარტი დამუშავდა და რეგლამენტის სახე მიიღო. 2016 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკებს  სწორედ ეროვნული სტანდარტის საფუძველზემონიშნავდა. შემდეგი ეტაპი კი ტურისტული ბილიკების მშენებლობა, მათზე საბაზისო, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებითა  და  გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით მოწყობაა.

საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის, კერძოდ კი, საფეხმავლო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარების მიმართულებით ძირითადად სულ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, აქედან შეიძლება გამოვყოთ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია და შპს თრეილქონსთაქშენი.

ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია დაარსდა 2015 წელს. მისი მიზანი საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვთარებაა. დაარსების დღიდან ასოციაცია აქტიურად მონაწილეობდა  საქართველოში საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების ეროვნული რეგლამენტის შემუშავებაში. საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის,

 

დაცულ ტერიტორიებზე, მუნიციპალურ და სატყეო სააგენტოს კუთვნილ მონაკვეთებში არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – მოინიშნა 1000 კილომეტრზე მეტი სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი; დაპროექტდა და აშენდა სრულიად ახალი, 50 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი; ბილიკებზე განთავსდა საინფორმაციო და მანიშნებელი დაფები; მოეწყო საფეხმავლო ხიდები; საკიპნიკე და საბანაკე ადგილები; გადასახედები და სხვა.

ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაცია ამ დროისათვის ისეთი კვალიფიკაციის 30 წევრს აერთიანებს, როგორებიცაა: საფეხმავლო  ბილიკების მკვლევარ-მგეგმარებლები, გეო საინფორმაციო სისტემების (GIS) სპეციალისტები,  გეოლოგები და კონსტრუქტორები.

შპს „თრეილქონსთრაქშენი“კი,  ძირითადად, საფეხმავლო ბილიკებისთვის საბაზისო და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის როგორც პროექტირების, ისე სამშენებლო ნაწილშია ჩართული.

კომპანიამ დააგეგმარა და მოაწყო არაერთი სამთო ქოხი, ფანჩატური, გადასახედი და საპიკნიკე ადგილი. შპს „თრეილქონსთრაქშენი“  უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მასალებს იყენებს  დასპეციალური სამშენებლო თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებს.

         

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები