რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე

თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა – რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლიდან აქტიურად მიმდიანრეობს. მიუხედავად პანდემიისა, პროექტი არ გაჩერებულა და მთელი წლის განმავლობაში რეგულაციების შესაბამისად მიმდინარეობდა.

თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილი უკვე დასრულებულია. კვლევები 14 მიმარულებით ჩატარდა და მოიცვა ურბანული ტყის აღდგენისთვის საჭირო ყველა მთავარი თუ მომიჯნავე დარგი.

კველევების შედეგები „ფონდი განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლებმა და კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს გააცნეს. სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი,  აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის სხვა წევრები. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა ფონდ „განვითარება და გარემოს“  თავმჯდომარე – თეიმურაზ ტყემალაძე. ამის შემდეგ კი თბილისის ურბანული ტყის შესახებ ვრცლად ისაუბრეს  ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა კობერიძემ და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ზოოლოგი, ეკოლოგიის მაგისტრი ნიკო ქერდიყოშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა (ნუკრი) სიხარულიძე და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ თავიანთი აზრი გამოხატეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა.

თეიმურაზ ტყემალაძე – ფონდი “განვითარება და გარემო”-ს თავმჯდომარე

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი – გიორგი კვესიტაძე

„თბილისისთვის ეს პროექტი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდ ქალაქებს განსაკუთრებული „ფილტვები“ სჭირდება, რომლის ფუნქციასაც მცენარეები ასრულებენ; ამიტომ მთაწმინდის ტყის აღდგენა-რეაბილიტაცია თავისთავად უზურნველყოფს ქალაქში ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფას. დარწმუნებული ვარ, თბილისის ურბანული ტყის პროექტი იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს გარემოსდაცვითი პროექტები. გარდა ამისა, მთაწმინდის აღდგენილი ფერდი ტურისტებს მოიზიდავს როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისოს და სამაგალითო იქნება სხვა ქალაქებისთვისაც. მეცნიერებათა აკადემია გამოთქვამს მზაობას დაუდგეს გვერდში აღნიშნულ პროექტს მისი განხორციელების განმავლობაში.“

ელიზბარ ჯაველიძე – მეცნიერი

„დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გარემოსდაცვითი პრობელმები წარმოადგენს. წლების მანძილზე ადამიანი უხეშად ერეოდა გარემოში და შედეგებზე არ ფიქრობდა, ამიტომაც დავდექით ეკოლოგიური პრობლემების წინაშე. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დიდ ქალაქებში, სადაც არასწორმა ურბანულმა განაშენიანებამ, ფაქტობრივად, შთანთქა მწვანე სივრცეები. არადა, პირველ რიგში ბუნება უნდა დავიცვათ, რადგან სწორედ ის აცოცხლებს ადამიანს. დღეს მოვისმინე თბილისის ურბანული ტყის პროექტის ანგარიში, სადაც ყველა დეტალი ისე გულდასმით და ზედმიწევნით არის შესწავლილი, რომ ცხადი ხდება, თუ როგორ შესტკივათ გული და ზრუნავენ თბილისის გარემოზე პროექტის ავტორები. მე, როგორც მეცნიერი და ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ყოველთვის გვერდში დავუდგები ასეთ პროექტებს, რადგან ის თბილისის ბუნების გადარჩენა-შენარჩუნებას ემსახურება.“

როინ მეტრეველი – მეცნიერი

„თბილისის ურბანული ტყის პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. მთაწმინდის გამხმარი ფერდოებების ყურება არც თვალისთვის და, მითუმეტეს, არც ეკოლოგიური თვალსაზრისით სასიამოვნო არ არის. ამიტომ ფერდობის გამწვანება, ტყეების აღდგენა, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეების დარგვა, რათქმა უნდა, უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და ესთეტიკურ სილამაზეს; თან ეს არის უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებული ურბანული ტყე, ფუნიკულიორიდან კუს ტბამდე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, ჩვენივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.  ეს არის მასშტაბური და უაღრესად კეთილი საქმე, ამიტომ მინდა წარმატება გისურვოთ და მიგულეთ თქვენ გვერდით ამ უდიდეს წამოწყებაში.“

რამაზ ხუროძე – მეცნიერი

„ დღეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა თბილისის ურბანული ტყის პროექტი განიხილა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული პროექტი არის უნიკალური, უაღრესად კარგად დამუშავებული, ყველა ფაქტორი გათვალისწინებული და დეტალიზებულია.  ჩანს, რომ დიდი შრომაა ჩადებული პროექტის ყველა ეტაპზე. ძალიან კარგად და დამაჯერებლადაა გაკეთებული კვლევითი ნაწილი, მოიცავს ყველა დარგს, რომლებიც უკავშირდება ტყეს, მის აღდგენასა და განაშენიანებას. მივესალმები აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ვუცხადებ თანადგომას აკადემიის მხრიდან ყველა მიმართულებით“.

შეგახსენებთ, რომ თბილისისმუნიციპალიტეტისმერიასთანშეთანხმებითდაფონდი„ქართუს“ სრულიდაფინანსებითფონდი„განვითარებადაგარემო“ ახორციელებსთბილისისურბანულიტყისლანდშაფტისაღდგენასდარეკრეაციულიინფრასტრუქტურისგანვითარებისპროექტს.

პროექტისფარგლებშიკვლევებიმიმიდინარეობდარამდენიმემიმართულებით – მწვანენარგავებისფიზიკურიმდგომარეობისშეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ფიტოსანიტარია, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოსდაცვა/ეკოლოგია, ბილიკებისდაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა.

ვაჟა ლორთქიფანიძე – მეცნიერი

„მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტის განხორციელება ახალი ქალაქის გაშენების ტოლფასია, ეს არის თბილისისათვის სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა. მიმაჩნია, რომ თავისი მასშტაბითა და მრავალფეროვნებით, ის უთუოდ ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის პროექტია ამ საუკუნეში. არაერთი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის განხილვას დავსწრებივარ ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში, მაგრამ, გადაუჭარბებლად ვამბობ, ასე ყოველმხრივ შესწავლილი და მეცნიერულად დასაბუთებული პროექტი ძნელად თუ მახსენდება. პროექტის ავტორებმა, „ფონდი განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლებმა, სხვა პროფესიონალებთან ერთად, ფასდაუდებელი შრომა გაწიეს, რაც ნამდვილად დასაფასებელია. დიდი მადლობა და ჩემი სრული მხადაჭერა მათ ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ „ქართუს“ რომ თბილისის ტყეების აღდგენა შესაძლებელი გახადა.“

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები