აღწერა: სხეულის სიგრძე – 14-16სმ. დედალ და ახალგაზრდა შევგულა ბეღურას, სახლის ბეღურისგან განსხვავებით, შესამჩნევი ზოლები აქვს ზურგსა და სხეულის გვერდებზე. მამალს სხეული დაფარული აქვს შავი ლაქებით, თავის ზედა მხარე მოწაბლისფროა, ლოყები – თეთრი, ყელი და მკერდი – შავი.
ჰაბიტატი: მეჩხერი ტყეები, ქარსაცავი ზოლები და ხეხილის ბაღები.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეებზე ან ბუჩქებზე. შესაძლებელია, ერთ ხეზე რამდენიმე ათეული ბუდე ერთად იყოს.დებს 5-6 კვერცხს.
კვება: მცენარის თესლები და მწერები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი/მოზამთრე
IUCN – ის სტატუსი: LC
შავთავა ოვსადი
Saxicola torquatus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 11-13სმ. მამალი შავთავა ოვსადის სხეულის ზედა ნაწილი და კუდი მოშავო-მოყავისფროა; თავი, ყელი და ფრთები – შავი; კუდის ზედა და ქვედა მფარავი ბუმბულები, მუცელი და მხრებზე გამავალი ზოლი – თეთრი; მკერდი მოჟანგისფრო-წითურია. დედლისა და ახალგაზრდა ფრინველის თავი და ყელი მუქი ყავისფერია, მკერდი – მოყვითალო – ყავისფერი.
ჰაბიტატი: ტყისპირები და მდელოები ბუჩქნარებითა და მაღალი ბალახეულობით.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილსა და მაისში დებს 5-6 კვერცხს.
კვება: მწერები და მათი ლავრები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN -ის სტატუსი: LC
მენაპირე მერცხალი
Riparia riparia
აღწერა: სხეულის სიგრძე – 13-15სმ. დამახასიათებელია მორუხო-მურა შეფერილობის სხეულის ზედა ნაწილი, თეთრი ქვედა მხარე და ბოლოში ოდნავ გაყოფილი კუდი.
ჰაბიტატი: მდინარეების ქვიშიანი ნაპირები, კარიერები და ფლატეები.
ბუდობა: ბუდობს კოლონებად თავისსავე გათხრილ სოროში. აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე დებს 4-6 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის მწერები, რომელთაც იჭერს ჰაერში ან წყლის ზედაპირზე.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN-ის სტატუსი: LC
ქედანი
Columba palumbus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 38-43 სმ, ფრთების შლილი: 68-77 სმ. დამახასიათებელია სხეულის მონაცრისფრო შეფერილობა, მოვარდისფრო მკერდი, თეთრი და მომწვანო ლაქები კისერზე. მტრედთან შედარებით ქედანი დიდი ზომისაა.
ჰაბიტატი: ფოთლოვანი, შერეული, ჭალისა და არიდული ტყეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე. მაისის შუა რიცხვებში დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება. ხუნდებს გამოჩეკიდან 30-35 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.
კვება: კულტურული და ველური მცენარეების მარცვლეული და ნაყოფი.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი: LC