რეკლამაspot_img

სოლიკოს გუდაური

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან:

სოლიკო ხაბეიშვილი 1935 წლის 6 მარტს დაიბადა. 1953 წელს სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გააგრძელა.სტუდენტობის პერიოდში ალპინიზმმა გაიტაცა, დაიპყრო კავკასიონის, ტიან-შანის, პამირის უმაღლესი მწვერვალები. ინსტიტუტის შემდეგ მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. ცხოვრების ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ,,დემოკრატიისა და აღორძინების“ ფონდს, იყო სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.მისი ოცნების პროექტი გუდაურის აღორძინება იყო, რასაც წლების განმავლობაში საკუთარი რესურსები და ენერგია მოახმარა. „საქართველო უნდა იყოს სამთო-სათხილამური სპორტის ქვეყანა. ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი ჩემპიონები, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე, როგორიცაა შვეიცარია,“- ამბობდა სოლიკო ხაბეიშვილი.

ის საკუთარ თავს არასდროს მოიაზრებდა პარტიის წევრად, ტრადიციული გაგებით. მისთვის პარტიაში ყოფნა იყო ერთადერთი გზა, რომ განეხორციელებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები,რომლებიც საქართველოსა და ქართველებს წინსვლასა და წარმატებაში დაეხმარებოდა – ,,რა მამოძრავებდა მე? სამშობლოს სიყვარული, საქმის სიყვარული, ალბათ – პატივმოყვარეობაც, სურვილი –დავხმარებოდი ყველას, ვინც ჩემი რწმენით სასარგებლო საქმეს აკეთებდა. ამიტომ მყავდა ბევრი მეგობარი სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, სპორტში და ა.შ. განა ამისთვის საჭიროა იყო პარტიის წევრი? სრულიადაც არა! პარტიაში ვიყავი იმიტომ, რომ ეს მიადვილებდა იმის კეთებას, რაც მსურდა!“

ერთ-ერთ ინტერვიუში სოლიკო ხაბეიშვილი აღნიშნავდა: – „მაინც რა გავაკეთე ისეთი, რისთვისაც ხალხი მადლიერებით გამიხსენებს, რაც არ გაქრება ჩემთან ერთად? გამახსენდა ჩემი ბოლო სიყვარული – გუდაური, წარმოვიდგინე ასობით ბავშვი მის თოვლიან ფერდობებზე. არა, იქ მე არ დამივიწყებენ!“

გიული ურუშაძის მოგონებებიდან:

ქმრისადმი მიძღვნილ წიგნში გიული ურუშაძე წერს: „სოლიკო განსაკუთრებული ენერგიითა და აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც ხშირად არ მოსწონდათ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობდა.ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის, თუ გინდა მშვიდად და დიდხანს იცოცხლო, არ უნდა გამოეყო გუნდს. მშვიდად ცხოვრება კი სოლიკოს არ შეეძლო. მას დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობა უფრო იზიდავდა.“

1985 წლის 6 დეკემბერს სოლიკო მოსკოვში დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე მთელს საქართველოში დაიწყეს მიზანმიმართულად ჭორების გავრცელება ოჯახის არარსებული შემოსავლებისა და ქონების შესახებ. ამით ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს იმისათვის, რომ დაპატიმრება ლოგიკური ფინალი ყოფილიყო.

გიული ურუშაძე იხსენებს: „როცა იმ პერიოდის სიტუაციას ვაანალიზებ, ნათელი ხდება, რომ სოლიკო ჯერ დააპატიმრეს, საქმის „შეკერვა“ კი მერე დაიწყეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაიმე რეალურ ნივთმტკიცებას, რამდენიმესთუ არა, ერთს მაინც, აღმოაჩენდნენ და ეს საკმარისი იქნებოდა დახვრეტისთვის, რაც მათი მთავარი მიზანი იყო.“

9 თვის მანძილზე სრულიად უშედეგოდ ეძებდნენ ,,ნივთმტკიცებას“, რომ მანთანამდებობა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა დადიდი ქონებამიითვისა. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად,  სახლში ვერაფერი იპოვნეს. საქმეში  არსებობდა მხოლოდჩვენებებიდაშინებული ან მოსყიდული მოწმეებისა, რომლებმაც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა აირჩიეს, სანაცვლოდ კი სასამართლოში ცრუ ჩვენებებიმისცეს. 1987 წლის 9 თებერვალს  განაჩენი გამოიტანეს: 15 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია, პირველი 5 წელი – ციხე. „ჩემგან განსხვავებით, სოლიკო მშვიდად იდგა. მგონი, შეგუებული იყო, რომ უმაღლეს ზომას მიუსჯიდნენ, ეს საშინელი განაჩენი ჩვენ აღვიქვით, როგორც გამარჯვება, რადგან დახვრეტას გადავურჩით. სიკვდილის აჩრდილმა სულ ახლოს ჩაგვიარა, მისი სუნთქვაც კი შევიგრძენით, ამით სიცოცხლისთვის ბრძოლის ეტაპი დასრულდა! სიმართლისთვის ბრძოლის ეტაპი დაიწყო“ – წერს  გიული ურუშაძე.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოშიგანვითარებული მოვლენების გამო, სოლიკომ ციხეში 5 წელი გაატარა. 5 წლის განმავლობაში კი იყო არაადამიანური პირობები, პირდაპირი ზეწოლა და თვითმკვლელობისკენ ბიძგი.

1990 წლის 9 დეკემბერს სოლიკო გაათავისუფლეს, 21 აგვისტოს კი,  ყოფილი სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო. დაპატიმრებამდეკი იყო გუდაურის პროექტი.

 

როგორ შენდებოდა გუდაური

თეიმურაზ ტყემალაძის მოგონებებიდან

სოლიკო ხაბეიშვილის მეგობარი, ტეიმურაზ ტყემალაძე, გუდაურის სამთო სათხილამურო კურორტის მშენებლობას იხსენებს: „გაზაფხული იყო, ბატონმა სულიკომ დამირეკა, მთხოვა, გუდაურში დავხვედროდი. მეორე დღესბუნებაში განვმარტოვდით. მან,დინჯი ტონით,საქართველოში სამთო-სათხილამუროტურიზმის  განვითარებაზე დამიწყო საუბარი, რასაც შემდგომში სავარაუდო პოტენციური ადგილების მოკვლევა მოჰყვა. იმდღესვე გადაწყდა ჩემი ბედი გუდაურის ტურისტული კომპლექსის დირექტორად დანიშვნის თაობაზე.  თანხმობაც არ მქონდა მიცემული, რომ მომაძახა, თუ რამდენ ხანში ავაშენებდით პირველ სავარძლიან საბაგირო გზას პლატომდე.  მე დავყოვნდი, მანამდე ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ იმდროინდელი შესაძლებლობების მიხედვით მაინც გავეცი ზოგადი პასუხი.  ფინანსირების გახსნით,საპროექტო დოკუმენტაციების დამუშავებისა და მშენებლობა-მონტაჟის  ჩათვლით 2,5 წ-დან 3 წელიწადში  უნდა ჩავტეულიყავით. უცებ მომიბრუნდა დამითხრა -„ხომ არ გაგიჟდი, იანვარში ხალხი უნდა მივიღოთო.  თან დასძინა, შენი იმედი მქონდა და რას მიშვრებიო“. იმ დროს მსგავსი მასშტაბის სამუშაოების შესრულება ასეთ მცირე დროში წარმოუდგენელი იყო, დავთანხმდი იმ პირობით, რომ პროექტირებას, საყრდენების დამზადებას და დანადგარების  შეძენას თვითონ გააკონტროლებდა. მართლაც,დაახლოებით ერთ კვირაში ყველა გზა გახსნილი გვქონდა, უამრავი სირთულის მიუხედავად, საბაგირო  დათქმულ დროში აშენდა, რაც გმირობის ტოლი იყო.  საბაგიროს მშენებლობებთან ერთად სწრაფად შენდებოდა კოტეჯის ტიპის სასტუმროები. ამას  კრემლის მაღალჩინოსნების სტუმრობაც მოჰყვა, რაც მშენებლობის ტემპსკიდევ უფრო აჩქარებდა. სწორედ მაშინ  ჩაეყარა საფუძველი ავსტრიული „დოპელმაიერის“ ფირმის სავარძლიანი საბაგირო გზისა და მაღალი კლასის  სასტუმროს მშენებლობას. ეს ყველაფერი სოლიკო ხაბეიშვილის გონიერების, პატრიოტიზმისა და თავდადებული შრომის შედეგი იყო.“

ამავე პერიოდში დაიგეგმა ამერიკელი დიდგვაროვანი ოჯახის, ერთ-ერთი შტატის გუბერნატორისა და მისი მეუღლის, სამთო-სათხილამურო სპორტშიოლიმპიური და მსოფლიოს თამაშების არაერთგზის მონაწილის სტუმრობა გუდაურში. საბჭოთა კავშირშიმსგავსი ვიზიტი იშვიათობა იყო. მათი დახვედრისთვის სულიკო ხაბეიშვილი და თეიმურაზ ტყემალაძე განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. ვიზიტის დღეს მოულოდნელად შუქი ჩაქრა. „ასამდე სანთელი მქონდა ნაყიდი და სანთლის შუქზე მივიპატიჟეთ სტუმრები.არსებულ მდგომარეობას ახსნაც მოვუძებნე და ვუთხარი –  ჩვენ, ქართველები, გუდაურში   საპატიო სტუმრებს სანთლებით ვხვდებით. გუდაურის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი სტუმრები მივიღეთ,“ – იხსენებს თეიმურაზ ტყემალაძე.

ვახტანგ მიქელაძის მოგონებებიდან

 გუდაურში, ერთ-ერთ თათბირზე, შევარდნაძემ სოლიკო ხაბეიშვილს უსაყვედურა: საქართველოში უამრავი  ობიექტია, რომლებიც დიდი ხანია არსებობს და პროდუქციასაც აწარმოებს, იქ არც ვყოფილვარ, აქ კი, სადაც ბალახის მეტი არაფერია, მესამედ ამომიყვანეო.

იმ პერიოდისთვის გუდაურში უკვე საქმიანობდა თბილისის ბავშვთა სამთო-სათხილამურო სკოლა. სოლიკოს დახმარებით სკოლას დაუმონტაჟეს  რამდენიმე პატარა საჩოჩიალო საბაგირო გზა, ფინური ქოხი და საცხოვრებელი ვაგონი. შეკრებებისას  მოსწავლეები  ფასანაურის ტურბაზაში ცხოვრობდნენ და იქიდან  დადიოდნენ გუდაურში.

სათხილამურო სკოლას მფარველობდა სოლიკო ხაბეიშვილი. ის აქტიურად ჩაერთო სკოლის ცხოვრებაში და ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო, მაგრამ გაუგებარი იყო გუდაურის მიმართ მისი მრავალსვლიანი კომბინაციები. მოგვიანებით ნათელი გახდა მისი მიზანი: შორს საკავშირო ორგანიზაციების გავლენისაგან! სხვებისგან განსხვავებით, სოლიკო უკვე მაშინ ხედავდა გუდაურის მომავალს.

მისივე ძალისხმევით, 1982-1985 წლებში გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრის მართვა გადაეცა  „ცეკავშირს“. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ცეკავშირი“ არ ექვედებარებოდა საკავშირო სტრუქტურებს. მათ გუდაურში ააშენეს რამდენიმე პატარა სასტუმრო, რესტორანი და ორი დაბალი წარმადობის, რუსეთში წარმოებული ორსავარძლიანი საბაგირო გზა.

1985 წლის გაზაფხულზე „ცეკავშირს“ ესტუმრა ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის, სავაჭრო პალატის დელეგაცია. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო მოესინჯა, ავსტრიელების მხრიდან „ცეკავშირის“ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, გაეგოთ რამდენად შესაძლებელი იყო „ცეკავშირის“ ნაწარმის გაყიდვა ავსტრიაში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ   საბაგირო გზების მწარმოებელი ფირმის „დოპელმაიერის“ მფლობელი არტურ დოპელმაიერი და ვენის სამშენებლო ფირმის მენეჯერი ლეოპოლდ ბაუზბეკი. ბაუზბეკი სულაც არ იყო დელეგაციის წამყვანი წევრი, თუმცა სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი გუდაურის მომავალში.

იმავე წლის ზაფხულში ჩამოვიდა ლეოპოლდ ბაუზბეკი და განაცხადა, რომ მზად არის გუდაურში ითავოს სასტუმროსა და საბაგირო გზების მშენებლობა და რომ ამ მიზნებისათვის აქვს ავსტრიული ბანკისგან  პირობა  კრედიტის გამოყოფაზე. პროექტის სისრულეში მოსაყვანად, საჭირო იყო მოსკოვში საგარეო ვაჭრობის სამინისტროს თანხმობის მიღება,  რაც ძალიან რთული საქმე გახლდათ. ეს ამბავი საკუთარ თავზე აიღო სოლიკო ხაბეიშვილმა. შემოდგომაზე მოსკოვმა მოულოდნელად თანხმობა განაცხადა. პირველ რიგში ეს განპირობებული იყო სოლიკოს კავშირებით საკავშირო ხელმძღვანელობასთან, შემდგომ კი ხელსაყრელი კრედიტით და ასევე იმით, რომ მოსკოვის აზრით, საბოლოო ჯამში, გუდაურის კომპლექსი საკავშირო „ინტურისტის“ ხელში მოხვდებოდა.

ოქტომბერში კი მოვლენები სხვანაირად განვითარდა. საბჭოთა კავშირს დიდი დელეგაცია ესტუმრა  ავსტრიის  კანცლერ  ფრედ ზინოვაცის ხელმძღვანელობით. ხელი უნდა მოეწერათ ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო ხელშეკრულებაზე. ხელმოწერის დროს ზინოვაცმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ტიხონოვს უსაყვედურა, რომ ზოგიერთი პროექტი გაუგებარი მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა და მაგალითად გუდაური მოუყვანა. ტიხონოვმა იქვე გასცა კონტრაქტის განხორციელების ბრძანება. საგარეო ვაჭრობის მინისტრს პატოლიჩევს კონტრაქტზე ხელის მოწერა იმდენად არ უნდოდა, რომ თავი მოიავადმყოფა, მაგრამ იძულებული გახდა ტიხონოვის ბრძანება შეესრულებინა.

გუდაურში სამთო-სათხილამურო კომპლექსის (სასტუმრო 240 საწოლზე, 4 საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასების აღჭურვილობა) მშენებლობაზე კონტრაქტს ავსტრიასა და საჭოთა კავშირს შორის,  ხელი 1985 წლის ოქტომბერში მოეწერა.

კონტრაქტის ღირებულება იყო 510 მილიონი ავსტრიული შილინგი, დაახლოებით 42 მილიონი დოლარი. ამ თანხის გარკვეული ნაწილი, ერთ მილიონ დოლარზე ცოტა მეტი, უნდა გადაეხადა„ცეკავშირს“, დანარჩენს ავსტრიული კრედიტი დაფარავდა. „ცეკავშირისთვის“ ერთი მილიონი დოლარიც დიდი თანხა იყო. ხაბეიშვილის წინადადებით გადაწყდა, რომ „ცეკავშირი“ ამ თანხას საქართველოში შეძენილი ჩაის უცხოეთში გაყიდვით გადაიხდიდა.

გუდაურში, ერთ-ერთ ასვლაზე კოსტა ქავთარიას მივაკითხე,მის სახლში  კაგებეს უამრავი თანამშრომელი დამხვდა, სოლიკოს მონახულება უნდოდათ, რადგან იქ ეგულებოდათ. წავიდნენ თუ არა, მანქანაში ჩავსხედით ჯუთისკენ გავწიეთ. სოლიკოს, ძველ მეგობრებსა და შვილთან ერთად, ჭაუხების ძირში ბანაკი ჰქონდა გაშლილი. დაუპატიჟებელი სტუმრების ამბავი რომ მოვუყევით, გაიხუმრა: კაგებეს უფროსს ინაურს დავეკარგე და ნერვიულობსო. მერე რაღაც დროით კარავში შვილთან, გიგისთან განმარტოვდა. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. მეორე დღეს ისევ მომიწია ჭაუხებში ასვლა. ბანაკი ავშალეთ, სოლიკო კი პირდაპირ ვლადიკავკაზში გავისტუმრეთ. იგი მოსკოვში გადაფრინდა შევარდნაძესთან შესახვედრად.

საქართველოში პარტიული ხელმძღვანელობა შეიცვალა. ხაბეიშვილი დაიჭირეს და გაასამართლეს. სასამართლო პროცესი თეთრი ძაფით იყო შეკერილი. გუდაურს კი კომუნისტების პირველი მდივნის, პატიაშვილის, თაოსნობით მრავალი მტერი გაუჩნდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ თუ ჩარხი უკუღმა დატრიალდებოდა, მისი გაჩერება შეუძლებელი ხდებოდა.

გუდაურში, 1986 წლის აპრილში, მოულოდნელად სამშენებლო უბანზე გამოჩნდა უცხოური მანქანები ლაფეტებით. ლაფეტებზე მძიმე სამშენებლო ტექნიკა და ბეტონის ქარხანა იყო განთავსებული. ლაფეტიდან ჩამოსვლისთანავე ბულდოზერებმა და ექსკავატორებმა დაიწყეს ტერიტორიის მოსწორება და ბეტონის ქარხნის მონტაჟი. „ცეკავშირის“ სამშენებლო ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა იყო ქვაბულის მომზადება, იძულებული გახდა მხარი აება მშენებლობის უჩვეულო ტემპისთვის.

კონტრაქტის თანახმად, პროექტი 18 თვეშიუნდა დასრულებულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო შეფერხდა. ოთხ სავარძლიანი საბაგირო გზა დამკვეთს1987 წელს  ჩაბარდა,სასტუმრო  კი ოფიციალურად  1988 წლის აპრილშიგაიხსნა.

 

1991 წ. დეკემბერში, ბელორუსში, ხელი მოეწერა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხელშეკრულებას, საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებელობა მიიღო. საბჭოთა კავშირის უფლებამემკვიდრე რუსეთის ფედერაცია გახდა, უცხოეთში მთელი საბჭოთა კავშირის  ქონებაც მან მიისაკუთრა და გუდაურის კომპლექსის მშენობლობისთვის აღებული ავსტრიული ვალიც მისი გადასახდელი აღმოჩნდა. გუდაურის კომპლექსის  სრული მფლობელი საქართველოს რესპუბლიკის სახელით ქართული ორგანიზაცია „საქკურორტი“გახდა.

სოლიკო გაათავისუფლეს, თბილისში დაბრუნდა, შევარდნაძის ფონდს ხელმძღვანელობდა, გუდაურს თვალთახედვიდან არ კარგავდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ხშირად ვსტუმრობდი სოლიკოს რუსთავის კოლონიაში. ცხოვრობდა არა ბარაკში, არამედ – საქვაბეში, რომლის გამურულ  რუხ კედლებს ერთადერთი  ფერადი ლაქა ამშვენებდა – პოსტერი გუდაურის პანორამით.

კოსტა (თამაზ) ქავთარიას მოგონებებიდან

გუდაურის აღორძინებაში სოლიკო ხაბეიშვილის დამსახურებაზეკიდევ ერთი მეგობარი, კოსტა (თამაზ)ქავთარია გვიყვება:,, სოლიკო გეოლოგი, მთამსვლელი, პოეტი, გამჭრიახი გონების პატრონი, ერთგული მეგობარი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გახლდათ. შორს წაგვიყვანს იმის მოყოლა, თუ როგორ, რანაირად შეძლო მან შეუძლებელი. ქვეყნის ბიუჯეტზე რომ არ ვყოფილიყავით ჩამოკიდებული, ,,ცეკავშირის“  სისტემაში ტურიზმის სამმართველო ,,კავკასიონი“ გაიხსნა და მუშაობა დაიწყო. საქმე დაუჯერებელი სისწრაფით მიიწევდა წინ. ავაშენეთ საბაგირო გზები, ორი კოტეჯი და სათხილამურო შეჯიბრი ,,გუდაურის გაზაფხული“ ჩავატარეთ. ჩვენი ოცნება, გაგვეხადა გუდაური ყველასთვის ცნობილი, ნელ-ნელა შლიდა ფრთებს, თუმცასაბჭოური ცილისწამებით ბრალდებული სოლიკო ხაბეიშვილი სიხარულს გისოსებს მიღმა იზიარებდა.“

1995 წლის ივლისშისოლიკო ხაბეიშვილი  6 გასროლით მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ხოლო შემკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია.,,მეხის გავარდნას ჰგავდა ის დღე. ერთმა უმსგავსმა ქართველმა, მეორე, უფრო უმსგავსი ქართველის დაკვეთით, სოლიკოს თავის სახლში, სადარბაზოსთან, ესროლა. დღემდე არ დადგინდა, ვინ რა მოიგო მისი სიკვდილით. მავანი თუ მავანი, ჭაბუკი თუ ასაკოვანი, ვინც საერთოდ არ იცნობს მთას,გუდაურის აღმოჩენას იბრალებს, ჩვენ კი ,,ფანტაზიორებად“ გვთვლის.

ჩვენი ოცნება იყო გუდაური ევროპაში პოპულარული გამხდარიყო. მიმაჩნია, რომ ეს ოცნება ასრულდა, გუდაურის სამმა მოსწავლემ ზამთრის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, სოლიკოსთან ერთად ვერ ვიზეიმე, მაგრამ სულ მალე გადავალ სულთა საუფლოში და ერთად ვიტრაბახებთ გუდაურით.“

„მე ჩემი სული შთამიბერავს გუდაურში, ასპინძაში, ხევსურეთში და ა.შ. ბევრია ასეთი. მე არ მიფიქრია მაშინ, რომ ყოველივე ეს ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება დაივიწყონ… მაგრამ განა აქვს ამას მნიშვნელობა?! თუ მე ჩავბერე მათ ჩემი სული. მეც ვარსებობ იქ, სხვასავით მიხარია და მტკივა, მაწუხებს და მახარებს… ესაა სულის უკვდავება და სხვ არაფერი. ესაა შენი დარჩენა დედამიწაზე.“

სოლიკო ხაბეიშვილი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები