რეკლამაspot_img

მზიდან მომავალი ენერგია

 

მზე დედამიწას მუდმივად ამარაგებს სინათლითა და სითბოთი. მზისგან მომავალი ენერგიის გამოყენებას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც ითვლება ის მომავლის ენერგიად და ენერგოპროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად.

რატომ გახდა საჭირო განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენება?

1973 წელს ნავთობის კრიზისი დაიწყო, სწორედ ამ პერიოდში მოწინავე სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ დედამიწის სასარგებლო წიაღისეული ერთ დღესაც ამოიწურება და საჭიროა ალტერნატიული რესურსების გამონახვა კრიზისის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამან უბიძგა წამყვან ქვეყნებს ნავთობის იმპორტის შემცირებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისკენ.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებში ძირითადად მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენებას ვგულისხმობთ, რომელთა რესურსიც, ერთი მხრივ, ამოუწურავია, მეორე მხრივ კი, არ აზიანებს გარემოს.

როგორც ცნობილია დედამიწის მოსახლეობა მუდმივად იზრდება, შესაბამისად ენერგო რესურსებზე მოთხოვნაც წლიდან წლამდე მატულობს. მეცნიერები კი უკვე ათწლეულებია ლაპარაკობენ, რომ დედამიწის ენერგო რესურსები ამოწურვადია და საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროების სწრაფად და მაქსიმალურად ათვისება.

მეცნიერები ასევე აქტიურად განიხილავენ გლობალურ დათბობასა და მისგან გამოწვეულ კლიმატის ცვილილებას. გლობალური დათბობისა და, შესაბამისად, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გარემოზე სათბური აირების მავნე ზემოქმედებას ასახელებენ, რაც გამოწვეულია სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) წვით. კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით, სახელმწიფოებმა საერთაშორისო დოკუმეტებს – გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასა და კიოტოს ოქმს მოაწერეს ხელი, რომლებიც ქვეყნებს ავალდებულებს დაარეგულირონ ატმოსფერულ ჰაერში სათბური აირების მავნე ემისიების გაფრქვევა, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას, რაც თავისთავად გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. ნაკლები გამონაბოლქვი უდრის სათბურის ემისიების (ნახშირორჟანგი, აზოტის დიოქსიდი, ნახშირბადი) ნაკლებ კონცენტრაციას ჰაერში.

კითხვაზე თუ, რატომ განახლებადი ენერგიის წყაროები, პასუხი მარტივია:

  • ამოუწურავია და მისი გამოყენება შესაძლებელია კაცობრიობის საკეთილდღეოდ;
  • სუფთა ენერგიაა და არ აბინუძრებს გარემოს.

დღეს უკვე მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს ყოველდღიურობაში. რა თქმა უნდა, საქართველო ამ მხრივ საგრძნობლად ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, თუმცა სასიკეთო ძვრები ჩვენთანაც შეინიშნება. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან საქართველოში ყველაზე მეტად ჰიდროენერგიაა განვიარებული, თუმცა ჩვენს ქვეყანას მზისა და ქარის ენერგიის ათვისებისა და გამოყენების საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს.

მზის ენერგიაზე მომუშავე ტენოლოგიების განვითარებაზე  ჰელიოს ენერჯის წარმომადგენელი,თორნიკე დარჯანია, გვესაუბრება:

„2016 წლამდე საქართველოში მდგომარეობა განსხვავებული იყო, ელექტროენერგიის მოგროვებას აკუმულატორი სჭირდებოდა, ახლაკი, მზის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება შესაძლებელია. სახელმწიფომ თქვა, რომ ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს ელექტროსადგური (მზის, წყლის (ჰესი) და ქარის), მიაერთოს ქსელს, ელექტროენერგია ქსელში გაუშვას და დადებით ბალანსად ჩათვალოს. ეს ცვლილება კანონმდებლობაში 2016 წელს შევიდა, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა ამის შესახებ. ეს გარდამტეხი ცვლილებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობამ და აღებულმა ვალდებულებებმა განაპირობა“.

როდესაც კომპანია ჰელიოს ენერჯიმ ქართულ ბაზარზე მუშაობა დაიწყო (2017-2018 წლები), 1 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის დაყენება დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა. დღეს მისი საფასური 30 %-ით შემცირებულია და 700 $ ჯდება. ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და პროდუქციაც იაფდება. მიუხედავად ამისა, ცოტაა ისეთი პირების რაოდენობა, ვისაც აინტერესებთ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, სურთ თავად გამოიმუშაონ ელექტროენერგია ან გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობაზე შესტკივათ გული და მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას მიესალმებიან.

საქართველოში ეს დარგი მეინსტრიმული ჯერ-ჯერობით არ არის და ამ მიმართულებით ბაზარზე მხოლოდ 3 კომპანია მუშაოებს. მომავალში მათ ალბათ ახალი მოთამაშეებიც შემოუერთდებიან, კონკურენციის გაზრდა კი დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ჰელიოს ენერჯი საგანმანათლებლო მიმართულებითაც მუშაობს, აქვს აკადემია, სადაც ახალგაზრდებს ელექტროსადგურისა და მზის პანელების დაყენებას ასწავლიან, უკვე 5 ნაკადი გამოუშვეს, რაც დაახლოებით 100 სტუდენტია. შემდგომში, ისინიც თანამოაზრეთა წრეებს ქმნიან და დარგის განვითარებაზე ზრუნავენ.

ჰელიოს ენერჯის მზის ტექნოლოგიების განვითარების გრძელვადიანი ხედვა  აქვს – „ჩვენ ამ საკითხს მარტო პანელების დაყენების ჭრილში არ განვიხილავთ. გვინდა ენერგეტიკულად დადებითი ბალანსის მქონე სახლების აშენება. ეს არის სახლი, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს. მაგალითისთვის, მზის ელექტროსადგურს დააყენებთ სახლის სახურავზე, რომელიც მას ათბობს და აგრილებს,  ამასთანავე ქსელში უშვებს ელექტროენერგიას, რისთვისაც  ფულს გადაგიხდიან.“

თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, რომ მსგავსი სახლი გორში უკვე არსებობს – „მეპატრონე თავიდან ყოველთვიურად ელექტროენერგიაში 30-40 ლარს იხდიდა, შემდეგ მზის ელექტროსადგური დავუყენეთ და ამ თანხას აღარ იხდის.“

ალტერნატიულ ენერგიებზე ფიქრისას გრძელვადიანი გათვლა აუცილებელია. მაგალითად, როცა გერმანელი მზის ელექტროსადგურს აშენებს, თან ანგარიშობს, რომ უკუგების პერიოდი 10წელია. სადგური 20 წელიწადს მაინც იმუშავებს, 10 წელში კი ფულს ამოიღებს, არც ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება შეეხება – ყველა შემთხვევაში მოგებულია. საქართველოში კი შორეულ გათვლებს ხალხი ჯერ-ჯერობით ვერ აკეთებს – ომის თანმხლები კრიზისები, არასტაბილურობის მუდმივი შეგრძნება, სამსახურის დაკარგვის შიში არ აძლევს უფლებას ამ მიმართულებით დაიხარჯოს.

ალტიჰატი

კოვიდ-19 პანდემიამ ამ მიმართულებითაც საიტერესო ტენდენციები გამოკვეთა-

„კარანტინის დროს ორი აკუმულატორის სისტემა გავყიდეთ. ადამიანებმა თავი დაიზღვიეს იმ შემთხვევისთვის, თუ ქსელში შუქი გაითიშებოდა. რამდენიმე კლიენტმა მზის ელექტროსადგურები დაგვიკვეთა, თუ აპოკალიფსი დაიწყებოდა, მას მომზადებული შეხვდებოდა. მათი გადაწყვეტილებები სიტყვებში ასე ითარგმნება: „მშვიდად ვარ, რადგან ჩემი ელექტროენერგია მაქვს. ენერგოდამოუკიდებლობა, კი მოგეხსენებათ ყველაზე მაგარი შეგრძნებაა,“– ამობს თორნიკე დარჯანია.

თუკი ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის დონეზე განვიხილავთ, მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი მიღწევა. ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფო უფრო დაცულია ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილებებისაგან, ეკონომიკური რყევებისგან და მისი სტაბილურობის ხარისხიც მაღალია. ენერგოუსაფრთხოების მიღწევაში თავისი წილი, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროებს, მათ შორის მზის ენერგიის შედეგად გამომუშავებულ ენერგორესურსაც აქვს.

თორნიკე დარჯანია აღნიშნავს – „ ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდელექტროენერგიას არ ნიშნავს, მასში გათბობა და გაგრილებაც შედის. გლობალური დათბობის პირობებში, სულ უფრო ხშირად დადგება ისეთი ზაფხულები, როცა გაგრილება ფუფუნება აღარ იქნება. შესაბამისად, აუცილებლად დაგვჭირდება მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, ამისთვის კი არც ქვეყანა და არც ხალხი მზად არ არის“.

მეცნიერები, გარემოსდამცველები, სახელმწიფოები ნელ-ნელა თანხმდებიან, რომ მომავალი განახლებადი ენერგიის წყაროებს ეკუთვნის  – „მზე არის ღვთისგან ნაჩუქარი ცაში ჩამოკიდებული გენერატორი, რომელიც ადამიანებისთვის ენერგიის პირველი და ერთადერთი წყაროა, ენერგიის დამატებითი წყარო დედამიწას არ გააჩნია. წყლის ცირკულაციაც კი, რაც ჰესებს ამუშავებს მზისგან მოდის, მზეა ყველაფრის წყარო ამ ქვეყანაზე“,– ამბობს თორნიკე დარჯანია.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ალტერნატიული ენერგოტექნოლოგიების გასავითარებლად?

პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია და თქვას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მისი პრიორიტეტია. ნავთობი დასხვა ენერგომატარებლებიპოლიტიკურიმანიპულაციისბერკეტიადაამიტომუნდამოვიფიქროთ, როგორ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთსა და აზერბაიჯანზე. უნდა ვთქვათ, სად გვინდა ვიყოთ 10 წლისშემდეგ? გერმანიამ წლების წინ გადაწყვიტა, რომ 2025 წელს მისი ენერგიის გენერაციის 40 პროცენტი მწვანე უნდა იყოს, თუმცა ეს მაჩვენებელი უკვე დღეს უფრო მეტი – 50 % – ია.

საქართველოს ძალიან კარგი კლიმატური პირობებიაქვს. გერმანიასა და ბრიტანეთთან შედარებით მზის ენერგიის გამომუშავების მაჩვენებლი  40 % -ით მეტია.

„მზის ელექტროსადგურის კარგად მუშაობისთვის საჭიროა გრილი, ატმოსფერულად სუფთა ჰაერი, დახრა უნდა ჰქონდეს და სამხრეთს უყურებდეს. შეიძლება ზღვის დონიდან მაღალზე არ მდებარეობდეს, მაგრამ იყოს გრილ ადგილას. მზის სხივი უნდა ხვდებოდეს – ეს არის მთავარი, ჩვენთან მოწინააღმდეგეები არ ჰყავს ამ იდეას, არც ბიუროკრატია გიშლის ხელს. უპრობლემო ტექნოლოგიაა, – არ აქვს გამოსხივება, არც ადამიანსა და გარემოს აზიანებს. წინააღმდგეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ მზის ელექტროსადგურების დაყენებას მიწაზე მასობრივად დავიწყებთ და სასოფლო – სამეურნეო მიწებს ავითვისებთ. თუმცა ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, ამიტომ აღნიშნული საკითხი მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ, თუკი ამის საჭიროება დაგვიდგება“, – აცხადებს ჰელიოს ენერჯის წარმომადგენელი თორნიკე დარჯანია.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები