რეკლამაspot_img

TRANSPORTER

„მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია…“  ბარონ დე-ბაი

“არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე“

სტრაბონი

„საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“.

ჰანს შერფიგი

“თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი“.

ტონინო გუერა

 

საქართველოს უნიკალური ბუნებისა და  უძველესი კულტურის შესახებ აღტაცებით წერენ  ცნობილი უცხოელი მოგზაურები, ხელოვანები თუ მწერლები. ჩვენი ქვეყანა  დაჯილდოებულიამსოფლიო მნიშვნელობის ხუროთმოძღვრული ძეგლებითა და კულტურით, მომხიბვლელიმთა-ბარით, მზიანისანაპიროებით, ალპური მთებით, ველური ბუნებით, ღვინის ისტორიით. საქართველოს აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს და აღაფრთოვანოს განსხვავებული ინტერესებისა თუ  თავგადასვლების მოყვარული ადამიანები.

საქართველოში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს. სწორედ ეს უნიკალური ბუნებრივი რესურსები და მიმზიდველი ტურისტული მარშრუტები, ისტორია  და კულტურის ძეგლები ყველა წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ გავხდეთ ტურისტული მომსახურების ერთ-ერთი საუკეთესო მიმწოდებლები ბაზარზე.

ქვეყნის ტერიტორიული მასშტაბის მიუხედავად,  ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნება ძალიან  გამორჩეულია.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, თავგადასავლების ძიება და,შედეგად,პოზიტიური ემოციური კაპიტალის დაგროვება  ჩვენი კომპანიის –„ტრანსპორტერი“– ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ჩვენი უმაღლესი ხარისხის რეკრეაციული ტექნიკით მომხმარებლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ და შეიგრძნონ საქართველოს ნებისმიერი კუთხე თავისი საოცარი ბუნებით. ჩვენი არატრადიციული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრობის დაუვიწყარ გამოცდილებას მოგანიჭებთ როგორც ასფალტზე, ისე ადამიანის მიერ ხელუხლებელ გზაზე.

კომპანია „ტრანსპორტერი“  წარმოგიდგენთ უმაღლესი ხარისხის ბრენდების ტექნიკას, როგორიცაა BRP, CF MOTO, KAWASAKI. აღნიშნული ბრენდების მიერ შექმნილი ტექნიკა განკუთვნილია ნებისმიერი რელიეფისა და პირობებისთვის; იქნება ეს გასართობად თუ სამუშაოდ; მარტო ან სხვებთან ერთად. ჩვენი ტექნიკა შექმნილია მაღალი ეფექტურობისა და მარტივი მართვადობის გათვალისწინებით, რათა ნებისმიერი გზა თუ ბილიკი მისაღწევი გახდეს მომხმარებლისთვის.

ზღვაზე, ტბასა და  მდინარეზე გართობა და ადრენალინის გამოყოფა „ტრასპორტერის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ტრანსპორტერი წყლის სკუტერების, კატერების, გასაბერი ნავების, წყლის თხილამურების ისეთ წამყვან ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა:SEADOO, PRESTIGE, QUICKSILVER, BRIG, JEANNEAU, JOBE.

„ტრანპორტერი“ უნიკალურია ბაზარზე როგორც ბრენდების მრავალფეროვნებით, ისე მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილების ხარისხით. კომპანია წარმოადგეს 90-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს.ჩვენ კლიენტებს საჭიროებისამებრ  ვუდგენთ საინტერესო პროექტებსშესაძლო ტურებითა  და ამისათვის საჭირო ტექნიკის სრული აღწერით, მიწოდებითა და სერვისით.„ტრანსპორტერში“ყველა ტექნიკის სერვისია  ხელმისაწვდომიმაღალკვალიფიციური ტექნიკოსებით.

Bombardier Recreational Products Inc

 

www.transporter.com.ge

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები