რეკლამაspot_img

კრწანისის ტყე-პარკის ფრინველები

ძერა

Milvus migrans

აღწერა: სხეულის სიგრძე – 48-58 სმ, ფრთების შლილი – 130-155სმ. დამახასიათებელია ამოკვეთილი (ნამგლისებური) კუდი. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილი მუქი ყავისფერია, ქვედა – მოწითალო -მურა, მკერდზე ვიწრო, შავი სიგრძივი ზოლებით.

ჰაბიტატი: ფართოფოთლოვანი ტყეები, მინდვრებისა და ტვების მახლობლად.

ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილის ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 26-28 დღე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 38-42 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა.

კვება: პატარა ზომის ცხოველები და ლეში.

კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი

IUCN – ის სტატუსი: LC

მარჯანი

Falco subbuteo

აღწერა: სხეულის სიგრძე – 29-35 სმ, ფრთების შლილი: 70-84 სმ. დამახასიათებელია შავი ულვაშები, თეტრი ყელი, გრძელი, ვიწრო ფრთები და წაწვეტებული კუდი. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არა არის გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილი მოლურჯო-რუხია შეფეროლობისაა. თეთრი ფერის მკერდსა და მუცელზე მოშავო გასწვრივი ზოლები გასდევს. წვივები და კუდის ძირი მფარავი ბუმბულები ჟანგისფერია. ახალგაზრდა მარჯანი ღია შეფერილობისაა.

ჰაბიტატი: მეჩხერი ტყეები

ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე. ხშირად ყვავის ძველ ბუდეს იყენებს. მაისში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28-30 დღე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 28-34 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა.

კვება: მწერები და პატარა ზომის ფრინველები

კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი

IUCN – ის სტატუსი: LC

მცირე მყივანა არწივი

Aquila Pomarina

აღწერა: სხეულის სიგრძე – 55 – 65 სმ, ფრთების შლილი – 143-168 სმ. დამახასიათებელია სხეულის მუქი მურა შეფერილობა. ახალგაზრდა ფრინველები შედარებით მუქია. საშუალო და დიდი მფარავების ბოლოში აქვს თეთრი ლაქები.

ჰაბიტატი: ბარის ტყეები

ბუდობა: ბუდეს ხმელი ტოტებისგან იკეთებს ხეზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პრიოდი 38-40 დღე გრძელდება. მართვეს გამოცეკიდან 50-58 დღის შემდეგ შეულია ფრენა, გამრავლებას კი 3 წლიდან იწყებს.

კვება:  პატარა ზომის ცხოველები

კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: ვიზიტორი (ზაფხულში)/გადამფრენი

IUCN – ის სტატუსი: LC

 

ველის კაკაჩა (გრძელფეხა კაკაჩა)

Buteo Rufinus

აღწერა:  სხეულის სიგრძე – 50-58 სმ. ფრთების შლილი 130-155 სმ. გვხვდება ორი ფორმა – ღია-მოთეთრო თავით, უზოლო კუდითა და ჟანგისფერი მუცლით, და მუქი – მთლიანად მოშავო, მოთეთრო კუდზე შავი არშიით. ორივე ფორმას ფრთის ქვედა მხარეს მომქნევები მოთეთრო აქვს, შავი წვერებით. 

ჰაბიტატი: მინდვრები, კლდოვანი გორაკები და ხეობების მახლობლად.

ბუდობა: ბუდეს იკეთებს კლდეზე, იშვიათად ხეზე. აპრილში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 30-40 დღე გრძელდება.

კვება: პატარა ზომის ცხოველები

კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი

IUCN – ის სტატუსი: LC

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები