რეკლამაspot_img

ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდა

ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი და მდგრადი განვითარებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, აქტიურად უწყობს ხელს ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდას აგრარული განათლების ხელშეწყობის გზით.

ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს, რომლიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ქვეყნის სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი პრიორიტეტული მიმართულებები, რის შემდეგადაც შემუშავდა ტრენინგ-პროგრამა და ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი ფერმერებისთვის.

პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტში, 123 ფერმერს  ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები“, სადაც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გააცნეს მარცვლოვანი კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.

სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში 286 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გაუზიარეს გამოცდილება თხილის წარმოების აგროტექნოლოგების, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლის აღებისა თუ შენახვის პირობებისა  და მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე  ტექნოლოგიების შესახებ.

იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში(ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) 160-მდე ადგილობრივი მეფუტკრისთვის გაიმართა ტრენინგები თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ, რომლის ფარგლებში მეფუტკრეები გაეცნენ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიურ რუკასა და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობას.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ტრენინგი იყო ინტერაქციული ხასიათისა, რაც საშუალებას აძლევდათ ფერმერებს,  მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები დარგის სპეციალისტებისგან. თავის მხრივ, გაზიარებული და მიღებული გამოცდილება საშუალებას მისცემს მათ, რომ თავიანთი საქმიანობა განაგრძონ უფრო ეფექტიანად და ნაყოფიერად.

ჯამში, წელს 600-მდე ფერმერი გადამზადდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს აგრარული განათლების ხელშეწყობას და გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას ფერმერთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები