რეკლამაspot_img

ვინ გააშენა საქართველოს ტყეები

საქართველოს ტყეების განაშენიანების საქმეში მიხეილ მურვანიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მას საქართველოს ტყეების „მესაძირკვლესაც“ უწოდებენ, რადგან სწორედ მან  დაიწყო ტყეების მასშტაბური გაშენება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. ასევე,  იგი ტყის მოვლა-დაცვის კომპლექსურ სამუშაოებსაც ახორცილებდა.

მიხეილ მურვანიშვილი დაბა სურამში 1875 წელს დაიბადა, დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდა.

1883 წელს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. მარტყოფსა და საგარეჯოში უფასო სამკითხველოები გახსნა და ხალხში წერა-კითხვის გასავრცელებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. მისი მეგობარი, გიორგი ნატროშვილი იხსენებს – „მან მარტყოფსა და საგარეჯოში ჩამოსვლისთანავე სოფლის მასწავლებლებს შორის მოწინავე ადამიანები მონახა, დაარსა წრე, რომლის მიზანი იყო გამოეფხიზლებინა ხალხი, შეეტანა გლეხობაში ახალი იდეები. ამ წრის ფარულ შეხვედრებს ახალგაზრდა მეტყევე თავის ბინაზე აწყობდა. ამავე ხანებში მან დაარსა „არალეგალური“ ხელნაწერი ჟურნალი „პირველი ნაბიჯი“, მის ირგვლივ თავმოყრილი ახალგაზრდები მართავდნენ წარმოდგენებს, გლეხებს საჯაროდ უკითხავდნენ წიგნებს.“

მიხეილ მურვანიშვილი მხოლოდ სატყეო და საგანმანათლებლო საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა, ის სოფლის ცხოვრებაშიც ჩართული იყო და ხშირად სახელმწიფო მოხელეებსაც უპირისპირდებოდა, რომლებიც ხშირად აწიოკებდნენ გლეხებს.  მან ჟურნალ „ივერიის“ ფურცლებიდან საჯაროდ გალიაშქრა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანების წინააღმდეგ, რომელშიც ეწერა, რომ ყველას შეეძლო ტყეების გაჩეხვა. მიხეილ მურვანიშვილი ასაბუთებდა, რომ ეს იყო ძალიან მავნებლური განკარგულება, რომელიც საქართველოს ტყეებს გაანადგურებდა. რა თქმა უნდა ახალგაზრდა მეტყევეს ურჩობა და მინისტრის განკარგულების დაგმობა, არავინ აპატია.ჟანდარმერიამ ივერიაში დაბეჭდილი წერილი სწრაფადვე თარგმნა და მეფისნაცვლის კანცელარიას გაუგზავნა. ამის შემდეგ, ის საგარეჯოს ჩამოაშორეს და ლორეს სატყეოში გადაიყვანეს. ილია ჭავჭავაძის „ივერიამ“ სცადა მისი დაცვა მეფის მოხელეთა თავდასხმისგან. დიდი სტატიაც მუიძღვნა, სადაც ეწერა რომ მიხეილ მურვანიშვილმა დიდი სიყვარული და პატივისცმა მოიპოვა საგარეჯოში, ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა და შეძლებისდაგვარად ეხმარეობდა. სწორედ ამიტომ, საგარეჯოში, მისი იქ ყოფნის პერიოდში ტყის გჩეხვის ფაქტები არ ფიქსირდებოდა და „ნეტა რა ავმა ენამ და­ა­შო­რა ეს სა­სარ­გებ­ლო კაცი და ხალ­ხის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სო­ფელ­სო?

შემდგომში, მიხეილ მურვანიშვილი კახეთში, ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს. მან საცხოვრებლად სოფელი გავაზი აირჩია. შეუდგა რა ტყის მოვლა-დაცვის საქმიანობას, თან სოფელში ორი სკოლა  და სამკითხველო ბიბლიოთეკა ააშენა. აღსანიშნავია, რომ მანამდე სოფელში სკოლა საერთოდ არ იყო.

1903 წელს, მიხეილ მურვანიშვილი კახეთიდან აბასთუმნში, სატყეოს უფროსის თანაშემწედ გადაიყვანეს, ხოლო 1907 წელს კი იგივე თანამდებობაზე ბაკურიანში დაიწყო მუშაობა. ბაკურიანში, სოფელ თორში დასახლდა და ბორჯომის ტყეებზე ზრუნვას შეუდგა.თორში სასმელი წყლის მილსადენი გაყვანა დაიწყო. სოფელში ცუდი მისასველი გზა იყო, მან კი  14 კმ სიგრძის საურმე გზა გააყვანინა ბორჯომამდე, მადლიერმა მოსახლეობამ კი ამ გზას „მურვანიშვილის გზა“ უწოდა.

1910 წლიდან მიხეილ მურვანიშვილი წაღვერის სატყეოს უფროსად ინიშნება. წაღვერში 8 წელი იმუშავა და ამ წლების მანძილზე ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა. ააშენა სკოლა, თეატრის შენობა, სამკითხველო, გაიყვანა წყლის 3 კმ-იანი მილსადენი, მოაწყო სპორტული მოედანი, აღმოჩინა მჟავე წყლები და ისინი შესაბამისად მოაწყო, ააშენა და მოაწყო წაღვერის ტყე-პარკი. თუ დღეს წაღვერი დამსვენებლებისთვის საუკეთესო კუროტს წარმოადგენს ეს მიხელ მურვანიშვილის დამსახურებაა. სწორედ მან  დადგეგმა, გააშენა ტყე და კურირტის სახე მისცა კეჩხობს.

გიორგი ნატროშვილის ყვება – „1913 წელს იგი დაუკავშირდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას დაწინადადება შეიტანა დაეწყოთ გათხრებიწაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში. ერთი თვის განმავლობაში აქ მოიპოვეს დიდძალი ძვირფასი არქეოლოგიურისაგნები და ნივთები ბრინჯაოს ხანიდანდაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული. აქ აღმოჩნდა ქვისა და ბრინჯაოსისრები, შუბები, ძვრფასი სამკაულები, საყურეების და სხვა.“

მიხეილ მურვანიშვილმა, წაღვერში, ნახანძრალ ადგილებში – გვირგვინას უბანზე, საყდრის ღელესა და მიტარბის ფერდობზე 455 ჰექტარზე ფიჭვის ტყე გააშენა.

1918 წელს მიხეილ მურვანიშვილი სურამის სატყეოს აწყობს. თუმცა მალევე კვლავ ბორჯომში აბრუნებენ სამუშაოდ, რადგან იმ პერიოდში ბორჯომის ტყეების გაჩეხვა აქტიურად მიმდინარეობდა. მან მოახერხა ბორჯომის ტყეების გადარჩენა და მტაცებლული ჟინით შეპყრობილი ხალხის  გამოდევნა.

1924 წელს, მიხეილ მურვანიშვილმა ბორჯომში საქართველოში პირველი თესლის საშრობი ქარხანა დაარსა, გამოყავდა წიწვოვანი ხეების თესლები, რომელიც გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში.

მომდევნო წლებში, მიხეილ მურვანიშვილმა სანერგეები მოაწყო ბორჯომში, აბასთუმანში, წაღვერში, წყალტუბოსა და ბახმაროში. დაარსა ბორჯომის სატყეო მუზეუმი, რორმელიც მოგვიანებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა.

მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველსო ტყეებს ფართობები გაიზარდა,  ნახანძრალი ადგილებზე ტყის კორომები ირგვებოდა.

1934 წელს მიხეილ მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დორექტორად დაინიშნა. მშობლიურ სურამში მოაწყო სამკითხველო და სანერგე. სურამის გარშემო კი ახალი ტყეები გააშენა. ბაიანთხევის და კვირაცხოვლის სერებზე, ნუნის ზვარეში, 131 ჰექტარზე ფიჭვის ტყეები გააშენა.

მიხეილ მურვანიშვილს სურამში მუშაობის დროს არაერთი დაბრკოლება შეხვდა. სურამის სოფლებში ტყის კულტურების გაშენების დროს, მას ერთ-ერთი სოფლის თავმჯდომარემ ხაშურის უშიშროებაში – ე.წ. „ჩეკაში“ უჩივლა თითქოს ზედმეტ ფულს ხარჯავდა და სახელმწიფოს ზიანს აყენებდა. აღნიშნული ბრალდებით,მიხეილ მურვანიშვილი მალევე დააპატიმრეს. ხალხისა და სატყეო სექტორის მოთხვნით, სახელმწიფო მოხელეები იძულებული გახდენენ მიხეილ მურვანიშვილის მიერ განხორციელებული სამუშაოები შეემოწმებინათ. კომისიას ხელმძღვანელობდა ვინმე კოზლოვი, რომელიც შესრულებული სამუშაოების ხარისხით კმაყოფილი დარჩა და მიხეილ მურვანიშვილის გათავისუფლება მოითხოვა. კოზლოვი ასევე აღნიშნავდა, რომ მურვანიშვილი იყო პირველი მეტყევე, რომელმაც საბჭოთა კავშირში ტყე ტერასების სახით გააშენა.

მიხეილ მურვანიშვილი პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა და ხშირად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ტყის დაცვის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთია „ხანძარი ტყეში’, რომელშიც ის ხალხს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ტყეში ხანძარი არ გაჩნდეს. ამ წერილის შინაარსი დღესაც აქტუალურია.

მიხეილ მურვანიშვილი 1959 წელს გარდაიცვალა, ის დაკრძალულია სურამში, თავისივე გაშენებულ ბაიანთხევის ტყეში.

გამოჩენილ მეტყევეს ცნობილი შთამომავლიც ჰყავდა, რომელმაც ასევე დატოვა კვალი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი, მიხელ მურვანიშვილის შვილთაშვილი იყო.

1970 – იან წლებში, მთავრობის განაკარგულებით სატყეო სექტორში დაწესდა სპეციალური ჯილდო – მიხეილ მურვანიშვილის სახელობის პრიზი და ფულადი პრემია, სატყეო სანერგეების მოვლისა და ტყის კულტურების გახარების მაღალი პროცენტის მიღწევისთვის. 1990 წლის ჩათვლის ეს პრიზი საქართველოს ტყეების გაშენების საქმეში მიღწეული წარმატებისთვის არაერთ გამოჩენილ მეტყევეს გადაეცა.  მოგვიანებით ეს ჯილდო გაუქმდა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები