რეკლამაspot_img

კოლხური ველური ვაზის ერთი უცნობი სურათი

დავით მაღრაძე1, ლუიჯი მარიანი2, ოსვალდო ფაილა2, რამაზ ჭიპაშვილი3

  • საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო
  • მილანის უნივერსიტეტი, ლომბარდიის სოფლის მეურნეობის მუზეუმი, იტალია
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სტატიაში წარმოგიდგენთ ველური ვაზის სურათს კოლხეთის დაბლობიდან (სურათი 1), რომელიც გადაღებულია იტალიელი ინჟინრის ანჯელო ომოდეოს მიერ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში.

კოლხეთი და კრიკინა (ველური) ვაზი. კოლხეთის დაბლობიდასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი დაბლობია, რომელიც იწყება შავის ზღვის სანაპიროდან და გრძელდება ზღ. დ. 200 მეტრ სიმაღლემდე. აქ არისზღვიურიტენიანისუბტროპიკულიჰავა, სადაც იანვრისსაშუალოტემპერატურა 3,5-4,0-დან 6-6,5°C-მდეა, აგვისტოსი – 22-23°C;აბსოლუტურიმინიმალურიტემპერატურა-8-10°C-მდეა, აბსოლუტურიმაქსიმალური –37-38°C;ნალექიანობაცვალებადობს2500 მმ-დან (აჭარისსანაპირო) აღმოსავლეთისკენშემცირების ტენდეციით1200 მმ-მდეწელიწადში. კოლხეთის მთავარი მდინარე რიონია თავისი შენაკადებით (ყვირილა, ხანისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური), ასევე მდინარეების – ენგურის, კოდორის, სუფსისა და ნატანების – ქვემო დინებები.

კოლხეთისდაბლობისზღვისპირანაწილში,დაჭაობებულდაბლობზე, ზღვისდონიდანვეიწყებამურყნარები (Alnus barbata), ლაფნარები (Petocarya pterocarpa).ნაკლებტენიანადგილებშიგავრცელებულიამუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები (Castanea sativa). ესტყეებიმდიდარიალიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).ამლიანებსშორისარსებული Vitis sylvestrisკრიკინაანუველურივაზიწარმოადგენსდღევანდელითემისინტერესის საგანს, როგორც ადგილობრივი ფლორის წარმომადგენელი, საქართველოს „წითელი წიგნის“ ბინადარი და ჩვენი კულტივირებული ჯიშების წინაპარი მცენარე.

კოლხეთისა და დასავლეთ საქართველოს ველურ ვაზზე პირველ ინფორმაციას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ვხვდებით.

გერმანელიავტორი ედუარდ აიხვარდი (აიხვარდი, 2005) 1825-1826 წლებში კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ წერს გურიის ნაყოფიერებასა და მის ტყეებში ვაზის არსებობაზე; აფხაზეთის ტყეებში არსებულ ველურ ვაზზე, რომლის ნაყოფიც პატარა, თუმცა ტკბილი ყოფილა და რომლისგანაც ადგილობრივ მოსახლეობას ღვინო უმზადებია და არაყი უხდია.

მეორე გერმანელი ავგუსტ ჰაქსტჰაუზენი (2011) საქართველოში 1843 წელს მოგზაურობის ჩანაწერებში საუბრობს სამეგრელოს მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებზე, მათზე შემოხვეულ ვაზზე, მის მოწითალო, ყოველთვის მჟავე და ძნელად საჭმელ ყურძენზე, რომელიც არავის ეკუთვნოდა, არავინ ზრუნავდა მასზე და ველურად იზრდებოდა; მოგზაურის თქმით, იმერეთის მთების ტყეებშიც ხიდან ხეზე გადასული ვაზი ყოფილა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში და მერე ჩვენშიცჭრაქის, ნაცრის, ფილოქსერასგაჩენის შემდეგ იწყება კრიკინა ვაზის პოპულაციის შემცირება,მაგრამ დასავლეთ საქართველო და, შესაბამისად, კოლხეთი, კვლავ რჩება ველური ვაზის გავრცელების ადგილად.როგორც ერმილე ნაკაშიძე (Накашидзе 1896, ნაკაშიძე, 1929) აღნიშნავს, გურიასა და სამეგრელოში „ვაზი აქ ძალიან დიდი იზრდება, განსაკუთრებით ტყეში“.  

დ. სოსნოვსკის (Сосновский, 1947) მიხედვით, ველური ვაზი ბევრია აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სადაც მას ვხვდებით წიფლის-წაბლის-მუხის ტყეების კომპლექსში და ასევე შედის მთიანი დაბლობებისა და ხეობების სანაპირო ტყეების შემადგენლობაში.

ცნობილი მევენახე და ამპელოგრაფი ა. ნეგრული (Негруль, 1949), რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში მუშაობდა თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში,აღნიშნავს, რომ ფილოქსერასა და სოკოვანი დაავადებების გამოჩენამდე ველური ვაზი დიდი ოდენობით იზრდებოდა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ანუ „ძველ კოლხეთში“, როგორც ის უწოდებს ამ რეგიონს. თუმცა მკვლევარი მიუთითებს, რომ, დაავადებებისა და ფილოქსერას მავნე ზემოქმედების მიუხედავად,ველური ვაზი შემდეგაც კვლავ ჭარბად იყო ამ მიდამოებში. პარალელურად, რეგიონში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა.ადგილობრივი ჯიშები იოლად ეჯვარებოდნენ ველურ ვაზს, იძლეოდნენ ახალფორმათა წარმოქმნის საშუალებას და კარგ საფუძველს ხელოვნური შერჩევისათვის.

მაქსიმე რამიშვილი(1961) ველურივაზისგავრცელებისარეალადდასავლეთსაქართველოშიძირითადადკოლხეთისტყეებს მიიჩნევს.

ა. კოლაკოვსკი (Колаковский, 1961) კოლხეთის მცენარეულ საფარში აღწერს ორბინიან (მდედრობითი და მამრობითი ფორმები) ველურ ვაზს V. silvestris Gmel., რომელიც იზრდება მშრალ, კირქვიან,ქვიანფერდობებზე, ნათელ, უმეტესად მუხნარ ტყეებში.

რევაზ რამიშვილი (2001) სამხრეთ კავკასიას ვაზის ფორმათაწარმოქმნის ორ კერად ყოფს, რომელთაგან ერთსკოლხეთის კერას უწოდებს და მასში აერთიანებს მთელ დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, სადაც ისტორიულად ველური ვაზი ფართოდ იყო გავრცელებული.

კოლხეთმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყეს ჭაობების დაშრობა და მათი სამეურნეო მიზნით გამოყენება. რევაზ რამიშვილი (2001, გვ. 160) ამ ფაქტორს კიდევ უმატებს დიდი სამრეწველო ობიექტებისა და წყალსატევების მშენებლობას და ახალი სატრანსპორტო გზების გაყვანას, რომლებმაც ასევე უარყოფითად იმოქმედა ველური ვაზის გავრცელების არეალზე და გახდა მიზეზი მისი შემცირებისა. კონკრეტულად გურიასა და სამეგრელოში ველური ვაზის შემცირების კიდევ ერთ მიზეზად რ. რამიშვილი (2011, გვ. 194) ასახელებს მე-19 საუკუნის პრაქტიკას, როდესაც ფილოქსერასთან ბრძოლის პროცესში „კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე დასნეულებული კულტურული ვაზის ვენახებთან ერთად ველურადმოზარდი ვაზებიც იძირკვებოდა“.

დღევანდელი ვითარებით, დასავლეთ საქართველოში ველური ვაზის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო რ. რამიშვილის (2001) აზრით,  „გურიასა და სამეგრელოში ველურად მოზარდი ვაზები თითქმის აღარ გვხვდება“. ჩვენ მიერ უკანასკნელ წლებში განხორციელებული ექსპედიციების დროს აღმოჩენილი იქნა კრიკინა ვაზის პოპულაციები იმერეთში (საჩხერე, ჭიათურა), რაჭაში (ამბროლაური, ონი), ლეჩხუმში (ცაგერი), აჭარაში (ხულო, ქედა), მაგრამ სამეგრელოსა და გურიაში მათი მიკვლევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ჩვენ მიერ მოტანილი ანჯელო ომოდეოს სურათი სწორედ იმ დროს არის გადაღებული (სავარაუდოდ – 1931-1933 წლებს შორის), როდესაც კოლხურ მცენარეულ საფარში ჯერ კიდევ დომინირებს ველური ვაზი –  ეს არის ამ პერიოდის უნიკალური ფოტოდოკუმენტი, რომელიც ვიზუალურად ასახავს მაშინდელ რეალობას.

 

ინჟინერი ანჯელო ომოდეო (1876-1941) დაიბადა იტალიაში, მორტარაში (Mortara), ფერმერისა და ბრინჯით მოვაჭრის ოჯახში (სურათი 02). 1899 წელს მან დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და დააფუძნა ბიურო, რომელიც დაკავებული იყო დიდიკაშხლებისდაპროექტებით. ამ საქმიანობას წარმატება მოჰყვება და შემდგომი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მანდააპროექტადა ააშენაკაშხლებიმთელ მსოფლიოში: სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ესპანეთში, შოტლანდიაში, ინდოეთში,და,რა თქმა უნდა, იტალიაში, სადაც 30 დიდი კაშხალიიქნა მის მიერაგებული.

კაშხლებისპროექტების შესრულებისასა. ამადეოს უწევდა დასაპროექტებელიობიექტების გეოლოგიური, მეტეოროლოგიური, ბოტანიკური და აგრონომიულისაკითხების განხილვა, რამაც გასაქანი მისცა მის ფართო ხედვებისჩამოყალიბებასყოველი ადგილმდებარეობის შესახებ.

1931-დან 1938 წლამდე, როგორც მონაწილე საერთაშორისო თანამშრომლობისაიტალიასა და საბჭოთა კავშირს შორის, ანჯელო ომოდეომ გახსნა კაშხლებისადა ჰიდროელექტრო სადგურების საპროექტო ოფისი მოსკოვში.ამ სამუშაოს ფარგლებში იგიეწვია საბჭოთა კავშირის ბევრადგილს, რომელთა შორისსაქართველოც იყო.

ამ გამოცდილების შესახებ გვამცნობს იტალიის ტურისტული კლუბის ჟურნალ “Le vie d’Italia e del mondo” („იტალიისა და მსოფლიოს გზები“) 1933 წლის მე-4,5,6,7 ნომრებში გამოქვეყნებული სპეციალური გამოცემა, სადაც დაბეჭდილიაანჯელო ომოდეოს მიერშესწავლილი ადგილების გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მიმოხილვა.ამ გამოცემის სათაურია „კავკასია და ალპები, ცენტრალური აზია, საბჭოეთი, ციმბირი, ვოლგა“(“Il Caucaso e le Alpi, Asia Centrale, Sovietica, Siberia, Il Volga”. სწორედ ამ გამოცემაშიადაბეჭდილი ის ფოტო, რომელზეცასახულია ველური ვაზი Vitis vinifera sylvestris კოლხეთის ტყეებიდან.თვით ამ სურათის კომენტარებში წერია: „კოლხეთის მდიდარი პონტოური მცენარეულობის ნიმუში: გიგანტური ხეები, ლიანები რომელთა შორისაც დომინირებს ველური ვაზი,როდოდენდრონებისა და აზალიების საოცარი ქვეტყით“.

ა. ომოდეო კავკასიას ადარებს ჩრდილოეთ იტალიას, სადაც მდინარე პოს ამსგავსებს მდინარე მტკვარს, ხოლო ლიგურიისა და ადრიატიკის ზღვებსამსგავსებს შავ და კასპიის ზღვებს. ინჟინერი წერს, რომ კავკასიონი მის სამხრეთ დაქანებაზე მსაგავსია შთამბეჭდავი კედლისა ალპების მსგავსად, რომელიც პოს დაბლობისაკენ არის მიმართული, ხოლო კავკასიონის ჩრდილოეთი დაყოფილია მრავალჯერადი ჯაჭვის რგოლებად, მსგავსად შვეიცარიისა.აღსანიშნავია ასევე ანალოგია მდინარეების ნადენის განაწილებაში წლების მიხედვით. მსგავსების ამ მაგალითების გარდა, ასევე მოყვანილია მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც მიუთითებსეკონომიკური და სოციალური განვითარების განსხვავებულ დონეებზე. აქვე მოცემულია კავკასიის გარემოს ანალიზი, დაწყებული მისი გეოლოგიური თუ კლიმატური ასპექტებით.

გულსაწყვეტია ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არა გვაქვს მეტი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რამაც გამოიწვია ომოდეოს დაინტერესება საქართველოს მცენარეულობით. შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ იმავე ნაშრომის შესავალ ნაწილს, რომელშიც ველური ვაზის ფოტოსურათია გამოქვეყნებული.აქ ომოდეო წერს, რომ ის სტუმრობდა რა საბჭოთა კავშირის (რუსეთი, ციმბირი, კავკასია,თურქესტანი და ა.შ.) რეგიონებს სამსახურეობრივი მიზნებით (წყლის რესურსების დაგეგმარება მათი ექსპლოატაციის მიზნით), თავს უფრო მეტად გეოგრაფადგრძნობდა, ვიდრე ინჟინრად. სწორედ ეს დაინტერესება გეოგრაფიით (ფიზიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი)იყო საფუძველი იმ დოკუმენტაციის (ჩანაწერები და მშვენიერი ფოტოსურათები) შეკრებისა, რომლებიც წარმოდგენს ტურისტული კლუბის ჟურნალში “Le vie d’Italia e del mondo” მის მიერ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველს.

ამავდროულად, უნდა გავიხსენოთ, რომ ანჯელო ომოდეო იყოს შვილი ბრინჯის მწარმოებელი ფერმერისა და გატაცებული იყოს სოფლის მეურნეობით იმდენად, რომმის მიერ აგებული კაშხლები ყოველთვის გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის; 1934 წელს მან იყიდა მამული ტბა გარდას ახლოს, ჩრდილოეთ იტალიაში, და თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქ გაატარა;მისი შვილი და შვილიშვილი აგრონომები გახდნენ.ანჯელო ომოდეოს შვილიშვილის, ჯანის თანახმად,ბაბუის ინტერესი ბოტანიკის მიმართ (მათ შორის –ველური ვაზის, როგორც კულტურული ვაზის წინაპრისა) იყო ღრმა,როგორც მიწათმოქმედისა.

მიწათმოქმედი, გეოგრაფი, ინჟინერი და კაშხლების მშენებელი კომპლექსური ხასიათით, მრავალფეროვანი ინტერესებით,  ანჯელო ომოდეო იყო რენესანსის პერიოდის დიდი იტალიელი არქიტექტორის, მოქანდაკისა და ინჟინერის ჯოვანი ანტონიო ამადეოს შორეული შთამომავალი.

პუბლიკაცია ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის (FNR 18-18474)– „საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა“ – ფარგლებში.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები