რეკლამაspot_img

არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამა

არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამა და ღონისძიებები

არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამა მოიცავს წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის დაცვით ღონისძიებებს.

წყალდაცვითი ღონისძიებები მდინარე კაზრეთულაზე

  • მდინარე კაზრეთულას ინკაფსულაცია – 2560 მ მანძილზე;
  • საწარმოო წყლები გროვდება სამ საფეხურიან სალექარების კასკადში;
  • ჩამდინარე წყლის კირის რძით ნეიტრალიზაცია;
  • პროექტის მომდევნო სტადია – კასკადისშემდეგ, თანამედროვე ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

სანიაღვრე წყლების მართვა

  • RMG Copper-ისკარიერისმთავარმადანსაზიდგზაზემოეწყოსადრენაჟედასალექარ-რეზერვუარებისსისტემა;
  • საყდრისისსაბადოსგზებისპერიმეტრზემოეწყოყრილები/არხებიდააღიკვეთაყველასახისდიფუზიურიჩადინებაზედაპირულიწყლისობიექტში;
  • თანამედროვექიმიურიგამწმენდინაგებობაუზრუნველყოფსმათშორისსანიაღვრეწყლებისგაწმენდას.

 გამწმენდი ნაგებობა

  • 2019 წელს ჩაატარდა საერთაშორისო ტენდერი სამი გამწმენდი ნაგებობის პროექტირებასა და მშენებლობაზე;
  • 2 გამწმენდი ნაგებობა RMG Copper-ის, ხოლო 1 გამწმენდი ნაგებობა RMG Gold-ის ტერიტორიაზე განთავსდება;
  • ტენდერში პორტუგალიური სამშენებლო (Elevolution) და გერმანული საკონსულტაციო კომპანია (Cerafiltek) ერთობლივი წინადადების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებულად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 393 239 €-ს;
  • პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების საშუალებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მძიმემე ტალებით დაბინძურებული წყლის გაწმენდას ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების მიზნით. კონცეპტუალური მიდგომა ითვალისწინებს PH – ის რეგულირებით მძიმე მეტალების დალექვასა და მიკროფილტრაციას.
  • გამწმენდი ნაგებობა წარმოადგენს შესაბამისი დრენაჟით აღჭურვილ ბეტონის ფილაზე ერთმანეთის პარალელურად განთავსებულ 2 ერთეულ 40’-იან საზღვაო კონტეინერს. ამავე ფილაზე, კონტეინერების მიმდებარედ განთავსებული იქნება 2 ერთეული კონუსისებრი, თითოეული 6 მ3 მოცულობის, სტატიკური შლამის შემსქელებელი ავზი.
  • ერთ კონტეინერში განთავსდება ძირითადი ტექნოლოგიური დანადგარები და სამართავი ფარი სენსორული ეკრანით (მონიტორით), საიდანაც იმართება მთელი გამწმენდი ნაგებობის მუშობის რეჟიმი. მასში ასევე ინტეგრირებული იქნება დისტანციური მართვის ტექნოლოგია, რომელიც ონლაინ რეჟიმში იძლევა დანადგარის მუშაობის შესახებ სრულ ინფორმაციას.
  • მეორე კონტეინერი შედგება ძირითადად მადოზირებელი ტუმბოების, ქიმიური რეაგენტების საწყობისა და დამხმარე მოწყობილობებისაგან.

ნიადაგის დაცვის ღონისძიებები

  •  დაზიანებული ტერიტორიის ეტაპობრივი აღდგენა-რეკულტივაციის მიზნებისთვის მოეწყო სანერგე მეურნეობა, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვა და გამოყვანა;
  • დღეისათვის გამოყვანილია დაახლოებით 9000 ნერგი და დათესილია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე 1000 მ2  ფართობზე.

ნიადაგის დაცვის ღონისძიებები

რეკულტივაცია

  • საცდელ-ექსპერიმენტული რეკულტივაციის ღონისძიება (ჰიდროთესვა) ტუფის კარიერზე და მე-2 სანაყაროს 1,5 ჰა ფართობზე.
  • შედეგები წლების მიხედვით.

ნიადაგის დაცვის ღონისძიებები

სტაბილიზაციისა და შემდგომი რეკულტივაციის სამუშაოები

  •  მადნეულის“ კარიერის მე-2 სანაყაროს სტაბილიზაციის სამუშაოები;
  • სამინისტროთან შეთანხმდა და დაწყებულია მე-2 სანაყაროს პირველი ეტაპის სარეკულტივაციო სამუშაოები;
  • შეთანხმდა კუდსაცავის ტექნიკურ-ბიოლოგიური რეკულტივაციის პროექტები დაწყებულია სამუშაოები;
  • მიმდინარეობს მე-4 სანაყაროს სტაბილიზაციის ღონისძიებები, რომელიც 2021 წელს დასრულდება. სტაბილიზაციის დასრულების შემდგომ დაიწყება ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები;
  • სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად, 2023 წლამდე.

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები

  • საავტომობილო და შიდა კარიერულ გზებზე მტვრის გავრცელების შესამცირებლად შეძენილი იქნა 10 ერთეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალება;
  • მორწყვის ინტენსივობის განსაზღვრის მიზნით დადგინდა შესაბამისი მარშრუტები და ოპტიმალური დროები;
  • დადგინდა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეები, რომელიც მუდმივად live რეჟიმში კონტროლდება GPS სისტემის საშუალებით;
  • შემუშავებული იქნა ძირითადი სატრანსპორტო გზების მორწყვის გრაფიკი, რომელიც შეთანხმებული იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან;
  • კომპანიის ხარჯებით მოეწყო საწარმოსთან მისასვლელი ბეტონის გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამტვერიანება.
  • კომპანიამ მიწერილობის მიღებისთანავე შეიმუშავა ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების გეგმა;
  • მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სტაციონალური წყაროების – კირის საამქროს, მსხვილი სამსხვრევის და საშუალო/წვრილი სამსხვრევის შენობების ამორტიზირებული აირმტვერდამჭერი სისტემის შეცვლა ახალი, თანამედროვე, ფილტრებიანი ტიპის აირმტვერდამჭერი სისტემებით რომელიც იცავს გარემოს დამაბინძურებელი გაფრქვევებისაგან;
  • აირმტვერდამჭერი სისტემის პროექტი მთლიანად დასრულებულია;
  • RMG Gold – ის სამსხვრევ კვანძზე, მადნის გადატანის და ჩატვირთვის პუნქტებზე მოეწყო წყლის გამშხეფი სისტემები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა მტვრის ნაწილაკების გავრცელება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები