რეკლამაspot_img

თეოდორ რუზველტი – ველური ბუნების ელჩი

ბუნების მოყვარული, მკვლევარი,ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი, ამერიკის ცნობილი ეროვნული პარკების სისტემის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი – ეს ყველაფერი ერთ პიროვნებაზე, ამერიკის რიგით 26-ე პრეზიდენტზე, თეოდორ რუზველტზე ითქმის. მან სახელი, სხვა ბევრ დამსახურებასთან ერთად, სწორედ ბუნებისმოყვარეობით გაითქვა და გარემოსდაცვითი საკითხები თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცია.

თეოდორ რუზველტი 1858 წელს ნიუ-იორკში, მდიდარი ჰოლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობის გამო (მას ასთმა ჰქონდა)დიდ დროს სახლში ატარებდა და ბუნებისმეტყველებას სწავლობდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შეუდგა. 1881 წელს ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრად აირჩიეს, სადაც 3 წელი დაჰყო და  სახელი გაითქვა როგორც პროგრესულმა რეფორმატორმა პოლიტიკოსმა.

1884 წელს ოჯახური ტრაგედიის, დედისა და მეუღლის გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თეოდორ რუზველტმა ნიუ-იორკი დატოვა და საცხოვრებლად ჩრდილოეთ დაკოტაში, რანჩოზე, გადავიდა.  მან იქ ორი წელი გაატარა და ველური ბუნების დიდი ქომაგი გახდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა,რომ ნადირობითუსაზღვროდყოფილიყო გატაცებული. შემდგომშიისკვლავ დაბრუნდა ნიუ-იორკში და პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელა. თეოდორ რუზველტმა ჯერ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, მერე – ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, ხოლო პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ, 42 წლის ასაკში, ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეოდორ რუზველტი ბუნების დიდი მოყვარული იყო. მან გარემოსდცავითი მიმართულებით არაერთი რეფორმატორული ინიციატივა წარადგინა და გადაწყვეტილება მიიღო, დიდი სამუშაო გასწია ბუნების კონსერვაციის მიმართულებით, რომელიც დღემდე მის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად ითვლება. 1902 წელს მიიღეს ე.წ. ახალი მიწების კანონი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები საირიგაციო პროექტებში ჩაიდო.  მისი ინიციატივით ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამელიორაციო სამუშაოები, მოირწყა გვალვიანი ტერიტორიები, შემცირდა ტყის მასივების უკანონო და უმოწყალო გაჩეხვა, გაფართოვდა დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების ქსელი.

       ეშმაკის კოშკი – ბუნების ძეგლი

მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო დიდი კაშხლების მშენებლობა, ასევე მან უარი თქვა მინერალური რესურსებით მდიდარი საზოგადოებრივი ტერიტორიების გაყიდვა – გასხვისებაზე და დაახლოებით 230 მილიონი აკრი საზოგადოებრივი მიწა ეროვნული ტყის რეზერვად გამოაცხადა.

1905 წელს თეოდორ რუზველტმაამერიკის სატყეო სამსახური დააარსა, რომლის ხელმძღვანელად ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და მეტყევე გიფორდ პინჩოტი დანიშნა. მისივე ინიციატივით მოხდა სახელმწიფო ტყეების, წყლის, ნიადაგისა და მინერალური რესურსების კვლევა-შესწავლა. რუზველტის, როგორც პრეზიდენტის, მიზანი იყო არა მხოლოდ გარემოს დაცვა, არამედ ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ბუნების სიკეთეების ადამიანების საკეთილდღეოდ რაციონალურად გამოყენება.

1906 წელს მიიღესე.წ. „ამერიკული სიძველეების აქტი“, რომლშიც გაერთიანდა სხვადასხვა ისტორიული, არქეოლოგიური თუ ბუნების ძეგლი მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმ დროისთვის ეროვნული პარკების ჩამოყალიბებას თან ახლდა გარკვეული წინააღმდეგობები და აღნიშნული სტატუსის მიღება დიდ დროს მოითხოვდა. გაცილებით იოლი იყო სხვადასხვა ბუნებრივი თავისებურებით გამორჩეული ტერიტორიებისთვის ეროვნული ძეგლის სტატუსის მინიჭება, რადგან მათი ეროვნულ ძეგლებად გამოცხადებისთვის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა.

სწორედ ასე შეძლო თეოდორ რუზველტმა ბუნების ისეთი ცნობილი ძეგლების დაცვა და თაობებისთვის ხელუხლებლად შემონახვა, როგორებიცაა:დიდი კანიონი,ე.წ. გრანდ კანიონი (დღეს უკვე ეროვნული პარკი) და „დევილზ თაუერი“ იგივე „ეშმაკის კოშკი“. ცოტამ თუ იცის, რომ დიდი კანიონი ეროვნულ პარკად მხოლოდ 1919 წელს გამოცხადდა. თუმცაეს უნიკალური ადგილი იმთავითვე იპყრობდა უამრავი ტურისტის, მკვლევრისა თუ თავგადასავლების მაძიებლის ყურადღებას. მათ შორის იყო პრეზიდენტი რუზველტიც. სწორედ მისი ძალისხმევით 1908 წელს დიდ კანიონს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“აკეთე, რაც შეგიძლია, იმით რაც გაქვს და იქ სადაც ხარ”

მას იმდენად დიდი დამსახურება აქვს ბუნების კონსერვაციის მიმართულებით, რომ 1978 წელს ჩრდილოეთ დაკოტაში დაარსებულ ეროვნულ პარკს  მის საპატივცემულოდ თეოდორ რუზველტის ეროვნული პარკი უწოდეს. ჩრდილოეთ დაკოტა არ იყო პრეზიდენტისთვის უცხო ადგილი, მან იქ თავისი ცხოვრების 2 წელი გაატარა. თეოდორ რუზველტის ეროვნული პარკი ბიზონებისა და ე.წ. „ბედლენდების“ – ძლიერ დასერილიდაბალმთიანი ტერიტორიების – დასაცავად შეიქმნა.

თეოდორ რუზველტი ამერიკელებისთვის გამორჩეულად საყვარელი პრეზიდენტი იყო. მანამერიკა მსოფლიო რანგის სახელმწიფოდ აქცია და დამსახურებულად იკავებს ადგილს რაშმორის მთის საპრეზიდენტო მემორიალში ჯორჯ ვაშინგტონის, აბრაამ ლინკოლნისა და თომას ჯეფერსონის მონუმენტების გვერდით.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები