რეკლამაspot_img

ნაკადულის კალმახი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა არის წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება.

ნაკადულის კალმახის საშენი მეურნეობა მდებარეობს საჩხერის რაიონში, დაბა კვერეთში, მდინარე ჩიხურასა და სკინტავას შესართავთან.

2021 წელს 5 რეგიონში გაიშვა 500.000-მდე ნაკადულის კალმახის (Salmo Fario Trutta) ლიფსიტი და ლარვა. მომდევნო წლებში დათევზიანებას უფრო მეტ რეგიონსა და მდინარეში ვგეგმავთ.

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს.

ველური ბუნების სააგენტომ საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის 20 000-მდე ლარვა იმერეთის რეგიონში, მდინარე სკინტავას სათავეში გაუშვა.

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე ხობისწყლის შენაკადებში 50 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები