რეკლამაspot_img

ალექსანდრეს ბაღი

ალექსანდრეს ბაღი 1859 წელს თბილისში პირველი საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა დაიწყეს. იმდროინდელი პრესის თანახმად, ეს იყო „ევროპული ყაიდის“  პირველი ბაღი თბილისში. ბაღის მშენებლობის ინიციატორი მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსკი გახლდათ არქიტექტორი ოტო სიმონსონი, მშენებლობის ხელმძღვანელი კი მებაღე დეკორატორი შერერი.

ალექსანდრეს ბაღის ტერიტორია საკმაოდ დიდ სივრცეს მოიცავდა, ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგებოდა. ბაღის ზედა ბაქანზე მდებარეობდა თბილისის სასაფლაო და აგურის საწარმოები. ქვედა ნაწილში (ბაღის გაშენებამდე) ყაბახი იყო წარმოდგენილი (ძველ-ქართული საცხენოსნო

შეჯიბრება). ალექსანდრეს ბაღის მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-რესტორანში, საგამოფენო და სავაჭრო პავილიონებში, თბილისის საზოგადოება იკრიბებოდა. 1885-1888 წლებში ბაღის ზედა ნაწილში აშენდა ალბერტ ზალცმანის მიერ დაპროექტებული სამხედრო ისტორიული მუზეუმი  „დიდების ტაძარი”, ხოლო ქვედაში – ალექსანდრე ნეველის სახელობის პატარა სამლოცველო. მოგვიანებით, ბაღი შუაზე გაჭრეს და კონკა გაიყვანეს. ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდა ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაც, რომელიც 1909წელს გაიხსნა. 1904 წელს ბაღში დაიდგა ნ. გოგოლის ბიუსტი, რომელსაც არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა თუ ხელოვანის სკულპტურა შეემატა. ამჟამად ბაღი ორ ნაწილად იყოფა რ. თაბუკაშვილის ქუჩით. ზედა სივრცე 9 აპრილის სახელობის ბაღის სახელით არის ცნობილი, ქვედა სივრცე კი, გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები