რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და კონკურსები

გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანიაიმისათვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც გარემოსდაცვის სწორი აღქმა ექნება და გაუჩნდება ინტერესი, ამ მიმართულებით აირჩიოს პროფესია. სწორედ გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს და თანხვდება როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პროცესებს. მას შემდეგ, რაც ცენტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა,  ცენტრმა დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას უკვე დაწყებით საფეხურზე ითვალისწინებს. მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება, რაც დაეხმარება მოსწავლეებს, მიიღონ ბაზისური ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ცენტრის მიერ აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან კონკურსს ახორციელებს. გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით უწყვეტი განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება არის ამ სფეროების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომლის ფარგლებშიც დაინერგება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამა სკოლაში. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისათვის დაწყებულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი აკრედიტაცია. დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ისეთი დეფიციტური სპეციალისტების მომზადებას, როგორებიცაა: მეტყევე-ტაქსატორი, გარემოსდაცვითი მმართველი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სპეციალისტი.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საზოგადოებას გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო კონკურსებს სთავაზობს. ყველაზე მასშტაბური კონკურსი, რომელიც ყოველ წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად მომუშავე მასწავლებლების წასახალისებლად ცენტრის მიერ იმართება, “მწვანე ჯილდოა”. პირველად კონკურსი 2018 წელს, თბილისის მასშტაბით გაიმართა და ჯილდოს მფლობელი 85-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი ლელა ტყემალაძე გახდა. 2019 წელს კი კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში 120 აღმზრდელი და მეთოდისტი მონაწილეობდა, რომელებიც პრაქტიკაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს იყენებენდა აქტიურად ახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო ათეული, სადაც „მწვანე ჯილდო 2019-ის“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია თავაძემ მიიღო.

 

გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიური მასწავლებლების გამოვლენა კი განათლების და მეცნიერების სამინისტროს კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ფარგლებში ხდება 2018 წლიდან. 2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული პედაგოგი და, შესაბამისად, “მწვანე ჯილდოს” მფლობელი გახდა ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს საინტერესო გარემოსდაცვით აქტივობებს როგორც სკოლის, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსწავლეებთან ერთად აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციაში, ჩამოყალიბებული აქვს ეკო კლუბი და მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

 

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევა. მისი შეჩერება და გარემოზე ზრუნვა საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) კლიმატის ცვლილების საკითხების მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საგრანტო კონკურსი – “ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამოაცხადა, რომლის მიზანიც სკოლების შენობების ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და მოსწავლეების ადაადგილობრივი მოსახლეობის განათლებაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ.

 

კონკურსში საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის ორმოცზე მეტი საჯარო სკოლა ჩაერთო: გორის, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, სენაკისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლები. კონკურსის ფარგლებში კი გამარჯვება ხუთმა საუკეთესო სასკოლო პროექტმა მოახერხა და მიიღო მცირე, მაგრამ არსებითი დაფინანსება კლიმატური პროექტების განხორციელებისათვის. გამარჯვებული სკოლები შეძლებენ შემდეგია ქტივობების განხორციელებას: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა მოაწყობს ამინდის პროგნოზირების ლაბორატორიას, რომელიც სკოლის მოსწავლეთა პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ამინდის პროგნოზს მიაწვდის. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას სკოლა გაამაგრებს მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირს და გააშენებს ქარსაცავ ზოლს, რომელიც სკოლის შენობას მეწყერისა და წყალდიდობისგან დაიცავს. თელავის მე-7 საჯარო სკოლა დაამონტაჟებს ქარსაცავ სარტყელს სკოლის სახურავზე და ჩაატარებს ფოტოებისა და ბლოგების კონკურს სმოსწავლეთათვის. ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლა მოაწყობს სანიაღვრე არხებს სკოლასთან მისასვლელ გზაზე, დაასუფთავებს მდინარე ბერხევას  კალაპოტს და ჩაატარებს საინფორმაციო კვირეულს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გორის მე-12 საჯარო სკოლა გაამწვანებს სკოლის ტერიტორიას და მოაწყობს მოსწავლეთა კონფერენციას კლიმატის ცვლილების შესახებ.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები