რეკლამაspot_img

ვერის ბაღი

ვერის ბაღი ძველად ვერის ბაღის ტერიტორია ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შეერთების ადგილს მოიცავდა, სადაც ხეხილის ბაღები, ბოსტნები და ვენახები იყო გაშენებული. ბაღ-ვენახები ირწყვებოდა მდინარე ვერედან გამოყვანილი არხებით. მას შემდეგ, რაც ბერებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა 1542 წელს მთაწმინდაზე ძველი ეკლესიის ადგილზე „წმიდა დავითის“ სახელობის ახალი ეკლესია ააგეს,  გაბაშვილებმა სოფელ ვერეში მოიკიდეს ფეხი და XVIII ს-ში საგაბაშვილო მამული მოიცავდა „ვერის ხევის ქვემო წელს – წყნეთამდე“. ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორია რაფიელ დანიბეგაშვილს ეკუთვნოდა, ხევის გადაღმა მიწები კი მღვდელ გამდლიშვილს. ვერის უბანში ორი ხიდი იყო გადებული. 1. „ბაჰბუდას ხიდი“ -მდინარე ვერეს ქვედადინებაზე გადებულ, ოთხმალიან ქვის ხიდს წარმოადგენდა. ხიდის სახელი მეფე როსტომის დროს მოღვაწე ზარაფთუხუცეს ხოჯა ბეჰბუდას უკავშირდება, რომელსაც ქვითკირის ხიდის აგება მიეწერება.

1932 წლამდე ხიდზე საქართველოს სამხედრო გზა გადიოდა. ხიდი დღევანდელი გმირთა მოედნის რეკონსტრუქციას შეეწირა. 2. ვერის ხიდი (ამჟამად „გალაკტიონის ხიდი“)

სამმალიან ქვის ბურჯებზე გადებულ რკინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. ხიდის მშენებლობა 1883 წელს ს. უმანსკისა და პ. ზამიატინის პროექტით დაიწყო, 1885 წლის 10 თებერვალს კი ხიდი საზეიმოდ გაიხსნა. „ამ დღეს ხიდზე მოძრაობა უფასო იყო. მეორე დღიდან კი მის გადასაკვეთად – როგორც ბორბლიანი, ასევე საპალნე ტრანსპორტისათვის – შაური დაწესდა“. მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისში მდინარე ვერისა და მტკვრის შესართავთან, ვერის ბაღების ტერიტორია თბილისელთა საყვარელ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ნაწილში მთავრდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. ვერის ბაღები ცნობილი იყო დუქნებითა და მოსალხენი ადგილებით: „ფანტაზია“ „ედემი“, „ნეუეზჟა იგოლ უბჩიკმოი“ (პოპულარული რუსული სიმღერის გამო) და სხვა. ბაღის ეს ნაწილი დღევანდელი გმირთა მოედნის მშენებლობას შეეწირა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბაღს რუსი რევოლუციონერის სერგეი კიროვის სახელი დაერქვა. 1990-იანი წლებიდან ბაღსის ევვერის ბაღი ეწოდება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები