რეკლამაspot_img

ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა

ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა.

საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალგზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია.

ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 – კმ-ით.

საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი,რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 5 საათის ნაცვლად 3,5 საათი დასჭირდება.

გზის მშენებლობის პროექტი სქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ გზის მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა უზრუნველყოფსბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაცადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდგაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ,ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალურ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები