რეკლამაspot_img

ველური ბუნების ფოტოისტორია

ირაკლი ტყემალაძე

ფოტოგრაფი

„ფოტოგრაფიით პირველად 2001 წელს დავინტერესდი, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტის ჯგუფთან ერთად, ჯუთაში, ალპინიადაზე აღმოვჩნდი. მაშინ ბევრმა არ იცოდა, სად იყო ჯუთა, ჭაუხები და არც იმ ადგილების მაგიურ სილამაზეზე ჰქონდა წარმოდგენა. მას შემდეგ ფოტოგრაფია ჩემს პროფესიად და შემოსავლის  წყაროდ იქცა.

პირვალად ჩემი შესაძლებლობები სპორტულ ფოტოგრაფიაშიც მოვსინჯე, რომელიც ასევე დინამიური და საინტერესოა მიმდინარეობაა. ასტროფოტოგრაციაც ძალიან მიტაცებს, მაგრამ ველურ ბუნებაში კადრის დაჭერას ვერაფერს შევადარებ…

ველური ბუნების გადაღება მთელი თავგადასავალია:თავბრუდამხვევი, არაპროგნოზირებადი ამბის მონაწილე ხდები, რადგან არასოდეს იცი, რას გიმზადებს ბუნება, როგორი კადრებით ხელდამშვენებული დაბრუნდებით  შინ. თითოეული კადრის მიღმა დიდი შრომა, მოთმინება და, რა თქმა უნდა, იღბალი იმალება. თუკი ცხოველს გადაეყარე ე.ი ძალიან გაგიმართლა და კადრის გაფუჭების უფლება არ გაქვს… ფოტოზე წამის დაფიქსირება კი უდიდესი აზარტია, ბუნების საიდუმლოებების გადმოცემის ასპარეზია… იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედებას მაგონებს, ისინი მრავალ საათს ატარებდნენ პლენერზე, რომ ტილოზე ბუნების სიდიადე აღებეჭდათ.

 

ციფრულმა ტექნოლოგიებმა უდიდესი შესაძლებლობები მოგვცა ფოტოგრაფებს. ჩვენი წარმატება, რა თქმა უნდა,პირდაპირ კავშირშია სწორად შერჩეულ ფოტოაპარატურასთან. ფოტოკამერის შერჩევისას ზუსტად უნდა იცოდე, რის გადაღებას აპირებ, როგორი განათება და ლინზა გჭირდება, რომ შედეგი ისეთი იყოს, როგორიც გინდა.

საქართველო გადასაღებად ძალიან საინტერესო ქვეყანა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით. სწორედ ბუნება აქცევს მას ველური ბუნების ფოტოგრაფებისთვის მიმზიდველ ქვეყნად. ჩემი მიზანიც ესაა, მოვყვე საქართველოს ბუნების ფოტოისტორია, გავაცნო ხალხს ისეთი ადგილები, სადაც ძნელად თუ მოხვდები. ვაქციო ნაკლებად ცნობილი ადგილები ტურისტებისთვის მიმზიდველად…“

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები