რეკლამაspot_img

კრწანისის ტყე – პარკის ფრინველები

ყურებიანი ბუ (ოლოლი)
Asio otus
აღწერა: სხეულის სირგძე : 31-37 სმ, ფრთების შლილი: 86-98 სმ. დამახასიათებელია მოყავისფრო სახის „დისკები“, რომლებსაც არტყია შავი არშია; თავზე აქვს გრძელი ბუმბულის კონები – ე.წ. „ყურები“. თვალები სტაფილოსფერი-მოწითალოა. მოყვითალო – მონაცრისფრო
მკერდი და მუცელი დაფარულია შავი შტრიხებით.
ჰაბიტატი: მეჩხერი ტყეები და ტყეპარკები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს სხვა ფრინველის ბუდეებში და ფუღუროებში. მარტში დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25-30 დღემდე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 30-40 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა.
კვება: მცირე ზომის ძუძუმწოვრები და ფრინველები.
კრწანისი ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი LC

წითური ყანჩა (ქარცი ყანჩა)
Ardea purpurea
აღწერა: სხეულის სიგრძე: 70-90სმ, ფრთების შლილი: 120-138 სმ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. თავისა და კისრის გვერდები მოწითალოა გრძივი შავი
ზოლებით, ყელი თეთრია, სხეულის ზედა მხარე – მონაცრისფრო, ფრთის წინა კიდე – ჩალისფერი; გვერდები, მკერდი და მუცელი მოწითალო -ჩალისფერია, შუბლი და თხემი –
შავი, კეფაზე აქვს ორი შავი წაგრძელებული ბუმბული. ნისკარტი და ფეხები მოყვითალოა. გამრავლების პერიოდში მხრებზე უვითარდება წაგრძელებული, წითური ფერის ბუმბული.
ჰაბიტატი: ტბებისა და მდინარეების ჭაობიანი სანაპიროები.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეზე ან ლელქაშში. მაისის პირველ ნახევარში
დებს 2-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება: თევზები და ამფიბიები.
კრწანისი ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი
IUCN – ის სტატუსი LC

 

წყლის ქათამი
Gallinula chloropus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 27-31 სმ. დამახასიათებელია მოშავო-მურა შეფერილობის ზურგი და
ფრთები, თეთრი კუდქვეშა ბუმბულები, თეთრი ზოლი სხეულის გვერდებზე; მკრთალი, შავი თავი და მკერდი; მწვანე ფეხები, წითელი შუბლი და ნისკარტი. ახალგაზრდა ფრინველი ღია მურა ფერისაა, შუბლი და ნისკარტიც მურა აქვს.
ჰაბიტატი: ტბების, მდინარეების და წყალსატევების ლელქაშიანი სანაპიროები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ლერწმნარში. წელიწადში მრვალდება ორჯერ: პირველად – აპრილში,
მეორედ-ივნისში. დებს 6-12 კვერცხს.
კვება: წყლის მცენარეების ნორჩი ყლორტები, ფესვები და თესლები.
კრწანისი ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი/მოზამთრე
IUCN – ის სტატუსი LC

მცირე კოკონა (მცირე მურტალა)
Tachybaptus ruficollis
აღწერა: სხეულის სიგრძე: 23-29 სმ. დამახასიათებელია სხეულის მურა შეფერილობა, წაბლისფერი ლოყები და მოყვითალო-შავი ნისკარტის ძირი. ზამთარში ღია მოყავისფრო შეფერილობისაა. ყელი მოთეთროა.
ჰაბიტატი: წყალსატევები უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს წყლის ზედაპირზე წყლის მცენარეების ხმელი ნაწილებისგან. მაისში
დებს 4-5 კვერცხს.
კვება: წყლის უხერხემლოები და მათი ლავრები.
კრწანისი ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი LC

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები