რეკლამაspot_img

News – კლიმატის ცვლილება და მარჯნის რიფები

მარჯნის რიფები მსოფლიოს 100-ზე  მეტ ქვეყანაში გვხვდება და ოკეანის ფსკერის დაახლოებით 0,2 % – ს ფარავს.  ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზღვის ეკოსისტემაში, უზრუნველყოფენ ადამიანებს საკვებით, იცავენ სანაპირო ზოლს შტორმებისგან და ქმნიან დიდ ეკონომიკურ დოვლათს ქვეყნებისთვის. მათი ეკონომიკური სარგებელი წელიწადში დაახლოებით 2,7 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, საიდანაც დაახლოებით 36 მილიარდი დოლარი მარჯნის რიფების ტურისტულ სერვისებზე მოდის.

სხვადასხვა ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად  მარჯნისრიფები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ეკოსისტემად ითვლება პლანეტაზე. საფრთხეებს შორის აღსანიშნავია – კლიმატის ცვლილება, ოკეანეების მჟავიანობის მატება, დაბინძურება, ჭარბი და აკრძალული ხერხებით თევზაობა.

ბოლო კვლევების თანახმად, კლიმატის ცვლილება დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს მარჯნის რიფებზე. 2009 წლიდან მოყოლებული, მსოფლიომ მარჯნის რიფების დაახლოებით 14 %-ი დაკარგა.

„მარჯნის რიფების გლობალური ქსელის“ ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად გლობალური დათბობის მიერ მიყენებული კატასტროფული შედეგებისა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მათი ნაწილის გადარჩენა, თუკი ადამიანები შეამცირებენ სათბურის აირებს. რიფების ნაწილი მდგრადია ოკეანის მჟავიანობის მიმართ, რაც თან სდევს გლობალურ დათბობას და, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ჯერ კიდევ აქვს რეგენერაციის უნარი.

ავსტრალიის კუკის უნივერსიტეტის მარჯნის რიფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ჯეიმს ჰიუზი აცხადებს – „ დეგრადირებული ადგილების კვლევა და მონიტორინგი არ ხდება, რადგან არავის სურს შეისწავლოს რიფი, რომელიც,მარჯნების ნაცვლად, სილითა და წყალმცენარეებითაა დაფარული.“

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მარჯნის რიფების გადარჩენის საქმეში ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული დაბინძურების შემცირება. ოკეანეში ჩაედინება საკანალიზაციო, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო წყლები, რომლებიც ძლიერ აბინძურებს მას მავნე და მძიმე მეტალებით, შხამ-ქიმიკატებით და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს წყალმცენარეების აყვავება.

IUCN – ის მარჯნის რიფების ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი დევიდ ობურა ამბობს – „სულ მალე, მსოფლიო ლიდერები ბიომრავალფეროვნების ახალი შეთანხმების განსახილველად შეიკრიბებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აქვს  ხელუხლებელი რიფების დაცვის სურვილი, ეს არ იქნება საკმარისი.“

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მარჯნის რიფების ფუნქციონირება უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში მათზე დამოკიდებულ ადამიანებს საარსებო საშუალება ჰქონდეთ.

წყარო – https://www.nytimes.com; https://gcrmn.net

კლიმატის ცვლილების ეფექტი კავკასიონის მყინვარებზე

კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარების უკან დახევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება. მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კავკასიონის მყინვარების ორი ახალი ინვენტარიზაციის შედეგები. კვლევა მოიცავს  დიდი კავკასიონის (საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი) მყინვარების მონაცემებს 2 ათწლეულის (2000-2020წწ ) განმავლობაში. დადგინდა, რომ 20 წლის მანძილზედიდმა კავკასიონმა 320 კმ 2ყინულის საფარი დაკარგა, რაც ამ დროის მონაკვეთში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ყინულის ფართობის შემცირება უფრო მკვეთრად აღმოსავლეთკავკასიონზე მიმდინარეობს, სადაც მყინვარების უმეტესობა ძალიან მცირე ზომისაა. კვლევის შედეგები ასახულია GLIMS მონაცემთა ბაზაში, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამომავლო კვლევებისთვის.

https://tc.copernicus.org/preprints/tc-2021

ბიომრავალფეროვნების კრიზისი

რა არის ბიომრავალფეროვნება და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობაა (ეკოსისტემები, სახეობები, გენები). ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელშიც ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთანაა დაკავშირებული. ის ქმნის საკვებს, წყალს, ჟანგბადს და სხვა უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის.

სამთავრობათაშორისო მეცნიერების ჯგუფის გასული წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაახლოებით ცხოველისა და მცენარის 1 მილიონსახეობას გადაშენება ემუქრება.

1970-2016 წლების პერიოდში ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების გლობალური პოპულაცია საშუალოდ 68% -ით შემცირდა.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ შევდივართ მეექსვე მასობრივი გადაშენების ეპოქაში.

„ლოდინის დრო არა გვაქვს, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების კარგვაკაცობრიობის ისტორის მანძილზე ყველაზე წრაფი ტემპით მიმდინარეობს,“ – აღნიშნავს ელიზაბეთ მრემა, ბიომრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი.

სახეობების გადაშენება ადამიანების ქმედებებითაა გამოწვეული, მათ შორის არის ეკოსისტემების განადგურება. სახეობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიასაარსებო გარემოს შენარჩუნება. ადამიანები სწრაფად ცვლიან ბუნებრივ ლანდშაფტს, მიმდინარეობს მასობრივი და ქაოტური ურბანიზაცია, რაც, ფაქტობრივად, სახეობებს გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ არ შეიცვლება ბუნებისადმი დამოკიდებულება, ამ საუკუნეში კიდევ 550 სახეობა გადაშენდება.

ხმელეთის 75%  და ოკეანეების 66 % ადამიანის საქმიანობის შედეგადაა დეგრადირებული.

როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

ამისთვის დიდი ცვლილებები იქნება საჭირო. სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ვალდებულებები გარემოს მიმართ და საქმის კეთების უკეთესი გზები შეიმუშაონ.

„მათ უნდა თქვანუარი დესტრუქციულ გზაზე და მდგრადობის გზა აირჩიონ,“ – ამბობს ინგერ ანდერსენი, გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი (UNEP).

ბიომრავალფეროვნების აღდგენა-შენარჩუნების გეგმა კომპლექსურია და ბევრ ასპექტს მოიცავს. თითოეული მათგანი თანხვდება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციას, რომელიც მიიღეს 1992 წელს გაეროს დედამიწის სამიტზე, ბრაზილიაში.

ბიომრავალფეროვნების კონვენციის 3 ძირითადი ამოცანაა:

  • ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;
  • ბუნების მდგრადი გამოყენება;
  • გენეტიკური მეცნიერების გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება.

ქვეყნებს ამ წლის ბოლომდე აქვთ საშუალება, მიაღწიონ ათწლეულის წინ დასახულ მიზნებს, რაც გულისხმობს ქმედებებს სახეობების გადაშენების შეჩერებისა და დაბინძურების შემცირებიდან, ტყეების შენარჩუნებამდე. მიუხედავად პროგრესისა, არცერთი მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.   ბუნების კარგვის შემცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია თუკი დაპირებები და ვალდებულებები შესრულდება.

https://www.bbc.com/news/science-environment-54357899

გაერო გვაფრთხილებს – დედამიწაზე წყლის კრიზისია მოსალოდნელი

გაერთიანებული ერების ამინდის სააგენტოს ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ,კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადი ამინდების რიცხვი მოიმატებს.  ქვეყნების უმეტესობას კი წინასწარი შეტყობინების უკეთესი სისტემები სჭირდება, რათა შეძლონ ზარალის პრევენცია.

2000 წლიდან მოყოლებული, წინა 2 ათლეულთან შედარებით,  წყალდიდობების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაორმაგდა; გვალვები კი გახშირდა, თითქმის 29 % – ით გაიზარდა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები