რეკლამაspot_img

Georgia

საქართველოს კავკასიის დაფარულ მარგალიტს ეძახიან, ბოლო ხანებში ეს ქვეყანა ვიზიტორთათვის სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. საქართველო მთელ მსოფლიოში თავგადასავლების მაძიებლებს მრავალფეროვანი, საოცარი  გამოცდილების მიღებას ჰპირდება.

ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველო National Geographic-ის 2021 წლის პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდა. ევროპასა და აზიას შორის მდებარე ეს პატარა ქვეყანა საუკეთესოდ ერწყმის ორივე კულტურას.

საქართველოს არამხოლოდ მრავალფეროვანი ბუნება, არამე დუნიკალური  კულტურა და  სამზარეულო შეუძლია შესთავაზოს ვიზიტორებს.  კავკასიის მთები, ტროპიკული პლაჟები, საქართველოში თითქმის ყველა კლიმატური სახეობაა, სადაც ნებისმიერი სახის მოგზაური თავს სამოთხეში იგრძნობს. მდიდარი დათოვლილი მთები, თოვლით დაბურული ჯადოსნური კურორტები, ზღვის სანაპიროები, საოცარი პეიზაჟები და ჩანჩქერები  თითქმის ყველა ტიპის აქტივობას გთავაზობთ: ტურისტებს შეუძლიათ სალაშქროდ წასვლა, ასევე პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, კლდეზე ცოცვა, ცხენებით ჯირითი, ფრინველებზე დაკვირვება ან– უბრალოდ ხეტიალი საოცარ ტყეებში, რომლებიც საქართველოს ხელუხლებელ ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს.

საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ საუკუნეების განმავლობაში შემონახული კულტურული ძეგლები, რომლებიც  UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

საქართველომ არამხოლოდ მოგზაურების, არამედ ცნობილი გამოცემებისა და მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციების ყურადღება დაიმსახურა.

2021 წელს საქართველო მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ეს შეთანხმება ფართომასშტაბიან თანამშრომლობას გულისხმობს 2021–დან 2023 წლის ჩათვლით.

წლის დასაწყისში გამოფენაზე საქართველო ციფრული სათავგადასავლო დამდგრადი პარტნიორის სახით იყო წარმოდგენილი.

2022 წელს ეს ქვეყანა ITB Berlin-ზე ოფიციალურად კულტურულ მიმართულებად იქნება წარდგენილი და გამოფენაზე საქართველოს კულტურული საგანძურის მრავალფეროვნებაზე გამახვილდება ყურადღება.

2023 წელს საქართველო ბერლინის გამოფენაზე ოფიციალურად მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ITB Berlin-თან თანამშრომლობით ტრადიციულად მასპინძელი ქვეყანა გამოფენის გრანდიოზულ გახსნაში მონაწილეობს და მთელი გამოფენის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნება.

„საქართველო ევროპასა და აზიას შორის კულტურულ ხიდს წარმოადგენს, ეს ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც მრავალფეროვანი  ტურისტული ატრაქციებით ვიზიტორებში ყველა სახის სამოგზაურო სულისკვეთებას აღვიძებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ჩვენთან  ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტუმრებს  გამორჩეულად ფართო პლატფორმით ვუმასპინძლებთ.“ – აცხადებს დევიდ  რუცი, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი.

„ასეთი სიტუაციის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიისა და შემდეგ პერიოდშიც ITB Berlin  აგრძელებს მუშაობას, რათა ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პლატფორმა იყოს, ეს სამწლიანი პარტნიორობა ძალიან დაგვეხმარება, რომ მთელ მსოფლიოში ვიზიტორებს შორის ყურადღება მივიქციოთ,“-აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედე აჯანიაშვილი.

2021 წელს საქართველომ  მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფნაში FITUR მიიღო მონაწილეობა.

19-23 მაისს საქართველომ მადრიდში  უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული კამპანია გამართა.

So-called hidden gem of the Caucasus, Georgia has been incrementally attracting visitors lately. Offering diverse, breathtaking experiences, the country is on the bucket list for adventure seekers worldwide.

No wonder National Geographic listed Georgia among rising destinations for 2021.

 

The small country is located between Europe and Asia and brings a perfect marriage of both cultures.

Georgia offers diversity not only in nature but in culture and unique cuisine.

With Caucasus mountains and tropical beaches, Georgia has almost every climate type and feels like a paradise for every kind of traveler.

Being rich with snowy mountains, dreamy, powder snow resorts, tropical beaches, captivating landscapes, and waterfalls, Georgia offers almost every type of activity:

One can go hiking, paragliding, rafting, climbing, horseriding, birdwatching, sky gazing, or just strolling through the magnificent forests while reconnecting with the untouched nature of Georgia.

 

In addition to outdoor adventures, the country offers cultural monuments, being kept through the centuries and listed in UNESCO’s Intangible Heritage Sites.

 

Georgia has gained attention not only from single travelers but prominent publications and worldwide organizations:

 

In 2021, Georgia became an official partner of the world’s largest tourism trade fair – ITB Berlin. The agreement includes a wide-ranging collaboration that will span three successive years, from 2021 to 2023.

Georgia was represented as the Digital Adventure & Sustainability Partner at the beginning of the year. 

The country will be The Official Cultural Destination of ITB Berlinin 2022 and will highlight its diverse cultural treasures.

The title of Official Host Country will follow in 2023.

In cooperation with ITB Berlin, the host traditionally organizes the Grand Opening Show of the fair and will be spotlighted during the entire trade event.

 

” Georgia spans a cultural bridge between Europe and Asia and is an absolutely fascinating country, whose wide-ranging tourism attractions awaken the pioneering spirit in travelers in all kinds of ways,” – said David Ruetz, Head of ITB Berlin.“We are delighted that Georgia has entered into such a long-term partnership with us. As a result, I am sure we will be able to host our guests with an exceptionally large platform. “

 

“Even in these times, during and after the Coronavirus pandemic, ITB Berlin continues to be the tourism industry’s most important global platform”, Mrs. Medea Janiashvili, the acting head of Georgians National Tourism Administration added. “This three-year partnership will massively help draw attention to our hospitable country among visitors worldwide.”

 

In 2021, Georgia participated in the wide International Tourism Fair – FITUR, Madrid, which is the global meeting point for the leader for source markets regarding the international circuit events around the world of travel.

During May 19-23, Georgia launched a campaign highlighting the unique tourism potentials of the country.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები